LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა ანდრონიკაშვილი: „52 წლის გავხდი და არასდროს დამიმალავს ასაკი… მიყვარდა, მაგრამ მგონია, ის „ერთადერთი“ არ შემხვედრია…“

219
ეკა ანდრონიკაშვილი

მსახიობი ეკა ანდრონიკაშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ იმის შესახებ საუბრობს, რატომ არ მალავს ასაკს:

„52 წლის გავხდი და არასდროს დამიმალავს ასაკი. რატომ უნდა დავმალო? პირიქით, მიხარია, რომ ამ ასაკში ასე გამოვიყურები, ყველაფერი სამედიცინო ჩარევების გარეშე. და საერთოდაც, არც არანაირ ასაკად არ ვთვლი ამას – ნახევარი ცხოვრება კიდევ წინაა!..“

ეკა ასევე აღნიშნავს, რომ ფიქრობს, ჯერ ის „ერთადერთი“ არ შეხვედრია…

„გამიმართლა ჩემს შვილებში, მშობლებში, წინაპრებში, მეგობრებში და ზოგადად, ბევრ რამეში. საერთოდ, უიღბლო არ ვარ…

გამართლებაში სიყვარული არ გიხსენებია, რატომ?

ჩემი ორივე შვილის მამასთან ერთად არ ვარ. რაც შეეხება სიყვარულს, რასაკვირველია,მიყვარდა, მაგრამ მგონია, ის „ერთადერთი“ არ შემხვედრია…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები