მსახიობი ეკა ანდრონიკაშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ (6 ოქტომბრის ნომერი) თავისი შვილების შესახებ საუბრობს, რომელთა შორის საკმაოდ დიდი ასაკობრივი სხვაობაა:
„უფროსი ვაჟი 32 წლისაა, უმცროსი – 9-ის. უსაყვარლესი დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთთან. უფროსს აქვს თავის თავზე აღებული, რომ უმცროსი ძმა გამოაწრთოს და სპორტულად ავარჯიშებს. უფროს შვილთან ისეთი მეგობრული დამოკიდებულება მაქვს, ხანდახან მავიწყდება, რომ შვილია (იცინის). ვკამათობთ კიდეც, სულ დისკუსიებში ვართ ამა თუ იმ საკითხზე. რამე თუ მიჭირს, მას მივმართავ, გვერდით მიდგას და ჩემი საყრდენია. მის პირად ცხოვრებაში, რასაკვირველია, აქტიურად ვარ ჩართული. სასიხარულო ამბავი მაქვს, თავის შეყვარებულს ხელი სთხოვა. პატარასთან ერთად კი ხელმეორედ გავდივარ იმ პერიოდს, რაც უკვე გავლილი მაქვს წლების წინ…“