LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა ანდრონიკაშვილი: „ზოგიერთ მანდილოსანს დაავიწყდა, რა არის ქალურობა და მამაკაცური თვისებები უფრო განუვითარდათ. ხანდახან მეც ისეთ რამეს ვაკეთებ, რასაც კაცი ვერ გააკეთებს, თუმცა ყოველთვის მახსენდება, რომ ქალი ვარ…“

195
ეკა ანდრონიკაშვილი

ეკა ანდრონიკაშვილი ჟურნალ „სარკეს“ (25 ივნისის ნომერი) თავის მოვლის შესახებ უყვება და აღნიშნავს, რომ ზოგიერთ ქალბატონს დაავიწყდა თავისი სქესი.

„პირველ რიგში, ქალი ქალური უნდა იყოს და თავისი შარმი გააჩნდეს. რაც უნდა დასაქმებული, აქტიური და საქმიანი იყოს, ქალურობა არასდროს უნდა დაკარგოს. ქუჩაში ქალბატონებს ეტყობათ, ქალურები არიან თუ არა. ზოგიერთ მანდილოსანს დაავიწყდა, რა არის ქალურობა და მამაკაცური თვისებები უფრო განუვითარდათ. ხანდახან მეც ისეთ რამეს ვაკეთებ, რასაც კაცი ვერ გააკეთებს, თუმცა ყოველთვის მახსენდება, რომ ქალი ვარ.

ქალებს სუსტი სქესის წარმომადგენლებად არ ვთვლი, მაგრამ რა ქნან, თუ საქმე კაცებზე უკეთესად გამოსდით? ბევრ ქალს არ ჰყავს მამაკაცი გვერდით და ამიტომაც უწევს ყველაფრის თავად გაკეთება. აბა, მიეცით ქალებს კარგი ცხოვრება და დაინახავთ, სინამდვილეში როგორები არიან“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g