LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: როგორ დამეგობრდნენ და დანათესავდნენ დათო ხუჯაძე და ეკა ბესელია – „თუ საქმე გართობისკენ წავიდა, ეკა სულ სხვა ეკაა!..“

6671

ეკა ბესელია „ფარულ კონვერტს“ სტუმრობდა. მან ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა. გადაცემას სტუმრობდა მისი ახლო მეგობარი, მომღერალი დათო ხუჯაძე, რომელმაც ეკასთან დამეგობრებაზე დასმულ კითხვებზე გასცა პასუხი.

დათო ხუჯაძე:

„ჩვენი მეგობრობა იწყება 2001 წლიდან იწყება. სანაპიროზე მანქანით მივდიოდით. უცებ დავინახე, რომ ვიღაც მანქანით შუქებს მინთებს. გვერდზე ამომიდგა და გადააყენე მანქანა ერთი წუთით, თუ შეიძლებაო. მეც გავაჩერე მანქანა. გადმოვიდა. გამეცნო, ადვოკატი ვარო. საჩუქარი მინდა გაჩუქოო. რაც მანქანაში ნახა, ის მაჩუქა და დღემდე მაქვს. ამის შემდეგ მეგობრობა დაიწყო და დავნათესავდით კიდეც. თუ წავიდა საქმე გართობისკენ, ეკა უკვე სხვა ეკაა. ქუსლები უშლის ხოლმე ხელს…“

ეკა ბესელია:

„ძალიან მიყვარს მისი შემოქმედება, უნიჭიერესი ადამიანია და მიჭირს გამორჩევა, მაგრამ განსაკუთრებული ემოციით სიმღერას „მახინჯი ვარ“ ვუსმენ“.

გადაცემის მსვლელობისას გვაჩვენეს კადრები, თუ როგორ ცეკვავენ ერთ-ერთ რესტორანში ერთად დათო ხუჯაძე და ეკა ბესელია აჭარულს. შემდეგ კი დათომ ეკას საყვარელი სიმღერა შეასრულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g