LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა ბესელია ირაკლი კობახიძის იმპიჩმენტს არ გამორიცხავს

75
beseliakobaxize

ქართული ოცნების ყოფილმა წევრი, ეკა ბესელია პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის იმპიჩმენტს არ გამორიცხავს. როგორც მან “რუსთავი 2”-ს განუცხადა, ირაკლი კობახიძე მიმდინარე პროცესებს ვერ აცნობიერებს.

“ის, რომ ამ პროცესს ისე აფასებდეს, როგორც უნდა აფასებდეს, სამწუხაროდ, არ დაუშვებდა ასეთ ფატალურ შეცდომებს და პარლამენტი არ გახდებოდა 5 კაცის სათარეშო ადგილი. ეს არ არის ის ინსტიტუცია, სადაც საძმაკაცო, სამეგობრო და სადაქალო შეიძლება არსებობდეს. ეს არის პარლამენტი, წარმომადგენლობითი ორგანო…. მე მგონი, ამას უბრალოდ ვერ აცნობიერებს. თუ ამას განზრახ აკეთებს, კიდევ უფრო დიდი უბედურებაა,” – აღნიშნა ბესელიამ.

ეკა ბესელიამ “ქართული ოცნება” და საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დღის წინ დატოვა. უმრავლესობა ასევე, დატოვეს ლევან გოგიჩაიშვილმა, გედევან ფოფხაძემ და ბექა ნაცვლიშვილმა.

პოპულარულები