პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერის, ეკა ბესელიას ვაჟს რატი მილორავას ნიშნობა ჰქონდა. სოციალურ ქსელში გამოჩნდა ფოტო, სადაც ნიშნობის ყველაზე ამაღელვებელი მომენტი, ხელის თხოვნაა აღბეჭდილი, სადაც რატი რჩეულის წინ დაჩოქილი დგას და მას გულსა და ხელს სთავაზობს.
ბედნიერ წყვილს ამ ფაქტს უამრავი ადამიანი ულოცავს.
ეკა ბესელიამ თავადაც დაწერა ამ ბედნიერი დღის შესახებ პოსტი:
„ეს ისეთი ემოციური დღე იყო ჩემთვისაც… ჩემი შვილები ისეთი ბედნიერები იყვნენ დღეს. ნიშნობა, ანუ არჩევანი, ვისთან გინდა მომავალი დააკავშირო…
მე ვიქნები ბედნიერი მათი ბედნიერებით“.