LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა ჩხეიძე: „ახალგაზრდა, კარგად მოაზროვნე ხელისუფლება უნდა მოვიდეს, რომელსაც ქვეყანა და ხალხი ეყვარება, იზრუნებს ჩვენს კეთილდღეობაზე და არა – საკუთარ ჯიბეზე…

162
ეკა ჩხეიძე

მსახიობი ეკა ჩხეიძე ჟურნალ „გზასთან“ მიმდინარე მოვლენების შესახებისას ამბობს, რომ ხალხი ხელისუფლებას ასე არ უნდა ექცეოდეს:

„ჩვენს ქვეყანაში რა ხდება და საშინელება, დიდი დაუნდობლობა. თუ ვამბობთ და ვაღიარებთ, რომ ჩვენი მტერი რუსეთია, ახლა სწორედ იმ რუსეთის წისქვილზე ვასხამთ წყალს. არ შეიძლება, შენს ხალხს ხელისუფალი ასე მოექცე. ახალ თაობას ბოლოს რუსის მაგივრად შენ თავად უსპობ მომავალს. ძალიან მოკლედ გეტყვით, საქართველოს განვითარებისთვის ამ ქვეყნის მომავალი არის ევროპაში. ჭაობში დაბრუნება არ გვინდა.

…არ გეგონოთ, „ნაცებს“ ვიცავ, ოპოზიციის ოპოზიცია ვარ, „ნაცების“ და „ქოცების“ ბრძოლამ თაობები შეიწირა, ესაა სიმართლე და არც ერთი აღარ გვინდა. ახალგაზრდა, კარგად მოაზროვნე ხელისუფლება უნდა მოვიდეს, რომელსაც ქვეყანა და ხალხი ეყვარება, იზრუნებს ჩვენს კეთილდღეობაზე და არა – საკუთარ ჯიბეზე…“

ეკა დემეტრაძე: „ხალხო გთხოვთ, უკვე კატასტროფა ხდება, ყოველ გამთენიას თქვენი ქალაქის ქუჩებში სახის ძვლებს ულეწავენ ახალგაზრდებს თუ ასაკოვანებს, გადაწიეთ ფარდები, ნუ გძინავთ ასე ღრმად, ნუ გეშინიათ“

„არ მეგონა თუ 92 წლის ასაკში მომიწევდა თავისუფლებისათვის ბრძოლა. შეუძლოდ ვარ და როგორც კი გამოვკეთდები აუცილებლად შევუერთდები ჩვენს გულანთებულ ახალგაზრდებს, ჩვენს მომავალ ევროპულ საქართველოს!“ – ლეო ანთაძე

ვიდეო: ბაჩო ქაჯაია: „მხატვრული ხერხით ყოველთვის ვსაუბრობდით იმ პრობლემებზე, რომლებიც ქვეყანაში იდგა, მაგრამ როგორც ჩანს, ეს ფორმა აღარ არის საკმარისი პროტესტის გამოსახატავად. თეატრში მოსული მაყურებელი მიხვდება, რომ ლამაზად გამოხატვის დრო აღარ არის…“

ვიდეო: კახა კინწურაშვილი: „მსახიობები სადამსჯელო რაზმებს ეწირებიან… გაფიცვა არის ერთ-ერთი ფორმა იმისთვის, რომ ადამიანებმა, ვინც ვართ ამ სფეროში, პროცესი კულტურულ სივრცეში დავაბრუნოთ…“

ვიდეო: „შვილს ვამზადებ, ვიღაც თუ შემოგვივარდა სახლში, მზად რომ იყოს, ჩართოს ლაივი…11 წლის ბავშვს ვამზადებ ამისთვის, წარმოიდგინეთ, რანაირ ქვეყანაში ვცხოვრობთ“ – ნანკა კალატოზიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g