ერთ კვირაზე მეტია, რაც რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მოქალაქეების პროტესტი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას მოჰყვა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი.
აქციაზე მყოფ მოქალაქეებს შორის არიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც. მათი თქმით ახლა დროა გადავარჩინოთ ძალიან ნიჭიერი და თავის სამშობლოს მოყვარული ადამიანების უსაფრთხოება, ჯანმრთელობა და მომავალი.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციიდან საზოგადოებას მიმართა მსახიობმა და ტელეწამყვანმა ეკა დემეტრაძემ. დემეტრაძე მოუწოდებს ყველას, გააპროტესტონ ქვეყანაში შექმნილი ვითარება. მსახიობი საზოგადოებას მიმართავს შეუერთდნენ ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო ტალღას:
„ვაპროტესტებთ იმას, რომ კონსტიტუცია თავზე გადაგვახიეს, სამშობლოს გვართმევენ, ყველა სტრუქტურა და ყველა ინსტიტუტია საფრთხის ქვეშ არის და მოშლილია – ამას ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ შვიდი დღის განმავლობაში რაც თბილისის ქუჩებში ხდება, როგორ უმოწყალოდ ურტყამენ და სახის ძვლებს ულეწავენ ადამიანებს, ამაზე გაჩუმება ნიშნავს დათანხმებას მსგავსი ფორმის მმართველობაზე…
დღეს იმ ადამიანებს, ვინც ჩუმად არიან და აგრძელებენ ჩვეულ რეჟიმში მუშაობას, მინდა ამ ხალხს ვუთხრა, ხალხო თქვენს ხელშია ახლა გადაარჩინოთ ძალიან ნიჭიერი და თავის სამშობლოს მოყვარული ადამიანების უსაფრთხოება, ჯანმრთელობა და მომავალი.
ხალხო გთხოვთ, ნუ ელოდებით იმას რომ რაღაც დიდი უბედურება მოხდეს, უკვე კატასტროფა ხდება, ყოველ გამთენიას თქვენი ქალაქის ქუჩებში სახის ძვლებს ულეწავენ ახალგაზრდებს თუ ასაკოვანებს, გადაწიეთ ფარდები, ნუ გძინავთ ასე ღრმად, ნუ გეშინიათ…“ – აცხადებს მსახიობი ტელეკომპანია „ფორმულასთან“.
„მე, მაკა მახარაძე მხარს ვუჭერ საქართველოს ახალგაზრდობას, გამარჯვება თქვენია“ – მაკა მახარაძე
გამოფხიზლდით! ყოველ გამთენიას თქვენი ქალაქის ქუჩებში სახის ძვლებს ულეწავენ — ეკა დემეტრაძე„გამოფხიზლდით! ყოველ გამთენიას თქვენი ქალაქის ქუჩებში სახის ძვლებს ულეწავენ ახალგაზრდებსა და ასაკოვნებს“— ეკა დემეტრაძე
Posted by Formula • ფორმულა on ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024
ცნობისთვის, ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გუშინ პროტესტის ნიშნად გაფიცვის შესახებ მსახიობების ნაწილმა ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა. „გავიფიცე!“ – წერდა მსახიობთა ნაწილი სოციალურ ქსელში.
გაფიცვის შესახებ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია თეატრების ნაწილმაც. „სამეფო უბნის თეატრი გაიფიცა – გაუმარჯოს თავისუფლებას“, – ვკითხულობთ თეატრის “ფეისბუქის“ გვერდზე.
სამეფო უბნის თეატრი გ ა ი ფ ი ც ა გაუმარჯოს თავისუფლებას!
Posted by Royal District Theatre • სამეფო უბნის თეატრი on ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024