LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა გიგაური “რუსთავი 2”-ის საქმეზე : ეს არაა ნამდვილად გამჭვირვალე და სამართლიანი პროცესი

83

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორისთვის „რუსთავი 2“-ის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაკვირი აღმოჩნდა. ეკა გიგაურის თქმით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ბევრი ხარვეზი იყო.
„ძალიან ბევრი საკითხი იყო იქ, რომელიც ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციას. რა თქმა უნდა, ჩვენ დაველოდებით დასაბუთებას და ვნახავთ, იქ რა არის ახალი, მაგრამ ის, რომ აბსოლუტურად შეუცველი დატოვა სასამართლომ გადაწყვეტილება, მართლაც ძალიან ცუდია. ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, რომ კიდევე ერთხელ მთავრობა და ხელისუფლება დაფიქრდეს რა ხდება დღეს სასამართლოში, „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით, იმიტომ რომ ეს არაა ნამდვილად გამჭვირვალე და სამართლიანი პროცესი. სასამართლო რამდენიმეტომიან საქმეზე გადაწყვეტილებას სულ რამდენიმე დღეში იღებს. ეს არაა დემოკრატიული სასამართლოს სტანდარტი, შესაბამისად, ჩვენ აქ ძალიან ბევრ პრობლემას ვხედავთ“, – განაცხადა ეკა გიგაურმა.

სააპელაციო სასამართლომ ”რუსთავი 2”-ის საქმეზე საქალაქო სასამართლოს გაადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

magti 5g