ეკა ხერხეულიძე facebook-ის პირად გვერდზე ცნობილ რეჟისორთან, დაგ ლიმანთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ ლიმანი ომში, დოკუმენტური ფილმის გადასაღებად მიდის.
„ცნობილი ამერიკელი რეჟისორი დაგ ლიმანი. გახმაურებული ფილმებიდან საქართველოსთვის კარგად ნაცნობი – „მისტერ და მისის სმიტების“ რეჟისორი ემზადება ბრძოლის წინა ხაზზე სამუშაოდ, ეპოქალური დოკუმენტური კადრების შექმნისთვის“, – წერს ხერხეულიძე.