ეკა ხოფერია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრად დაინიშნა.
ყოფილმა ჟურნალისტმა შემოთავაზება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძისგან მიიღო.
ეკა ხოფერია რამდენიმე დღის ფიქრის შემდეგ ახალი ვალდებულებების აღებას დათანხმდა.
ჟურნალ „სითის“, რომელსაც ეკა ხოფერია 11 წელი უძღვებოდა, მისი და – თეა ხოფერია უხელმძღვანელებს.
ეკა ხოფერიას განცხადებით, სულ მალე მივა სამინისტროში, სადაც თანამდებობაზე ოფიციალურად წარადგენენ.
ხოფერია ჯერ არ საუბრობს განახორციელებს თუ არა საკადრო ცვლილებებს. ამბობს, რომ „ჯერ სიტუაციაში ადგილზე უნდა გაერკვეს“.
უკვე, ყოფილი მინისტრის, როლანდ ნიჟარაძის აზრით, ჟურნალიტს შესაბამისი კომპეტენცია არ აქვს და მომხდარი ცვლილებები ჟურნელისტებთან საუბარში გავლენებს დაუკავშირა.