LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა ხოფერია: „ჩემს თავს პირობა მივეცი, რომ არასდროს, ჩემი თუნდაც ძლიერ წარმატებული საქმე არ იქნება შვილების დროის და ყურადღების ხარჯზე…“

3324
ekaxoferia4555

ეკა ხოფერია სოციალურ ქსელში წერს იმის შესახებ, თუ როგორ მიიღო გადაწყვეტილება, საქმის გამო არასდროს მოეკლო ყურადღება ოჯახის წევრებისა და შვილებისთვის და რჩევას აძლევს ახალგაზრდებს.

ეკა ხოფერია:

„ახალი საქმე რომ დავიწყე – ის, სადაც ახლა ვარ და ის, რაც ჩემთვის დღეს უმთავრესია – აფხაზეთის განათლება/კულტურა/სპორტი – ჩემს თავს პირობა მივეცი, რომ არასდროს, ჩემი თუნდაც ძლიერ წარმატებული (ან არაწარმატებული… ხეზე ვაკაკუნებ მაინც)  საქმე არ იქნება შვილების დროის და ყურადღების ხარჯზე, შვილების, ოჯახის.

ადრე მეგონა, რომ აი, ღამეს თუ  არ გაათენებ და მუდმივად გადარბენაზე თუ არ იყავი, ნამდვილი  საქმიანი  არ ხარ. ეს ადრე იყო. ასე გადარბენებში გაიზარდა ანანო და სულ ვამბობ, ამ გოგომ რანაირად და როგორ გამიმართლა-მეთქი. არასდროს არ იყო მისი დრო, დღეს ძალიან კარგად მიდის და გამიმართლა -მეთქი, ვაღიარებ და ვიმეორებ და მადლობა დედას და მამას.

ახლა სხვაგვარადაა. გაცილებით მეტს ვასწრებ და იმედი მაქვს, მეტსაც ვაკეთებ, გუნდთან ერთად, ცხადია. გუნდის გარეშე არაფერიც არ გამოვა. ახლა თუ იკას დაბადების დღეა, იკას დაბადების დღეა და ეს დღე მისი უნდა იყოს. თუ ჩვენი მოსწავლეების ლექციებია ან საბიუჯეტო თემებია, მათი დროა და ამ დროს მათ არავინ წაართმევს. და ეს ყველაფერი ძალიან წყნარად და მშვიდად თანაარსებობს ერთმანეთთან.

ჩემი პაწაწინა რჩევა გოგოებს, რომლებიც იწყებენ – რეალური (და არა მოგონილი, ან ტელეინტერვიუებისთვის ნათქვამი)  ბალანსი ყველაზე მყარი საფუძველია წარმატების, იქაც და აქაც)

p.s. ტორტი არ მიჭამია. რა დროს ტორტია?!!)))“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g