ეკა ხოფერია დედის დღესთან დაკავშირებით ოჯახურ ფოტოებს გვიზიარებს და სამმარტობას აღნიშნავს:
„სამმარტობა – მე ის ძალიან მიყვარს. ყველას გილოცავთ ამ დღეს. ჩვენთან ასეა: გაუმარჯოს ნანას, ჩვენ რომ გაგვაჩინა, გაუმარჯოს ციკას, ჩვენს მეორე დედას, გაგვიმარჯოს ჩვენ! ბევრი ფოტოა, მაგრამ ისეთი დღეა, მეტობა არაფერია. აბა, იყავით ბედნიერნი, ძვირფასო დედებო“.