LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა კვალიაშვილი: „ბიძინა ივანიშვილის მადლობელი ვარ, ის რომ არ ყოფილიყო, არ ვიცი, დღეს რა მდგომარეობაში ვიქნებოდი… ჩვენ არ გვინდა ომი, ჩვენ გვინდა მშვიდობა, ამ ხაზით „ქართულ ოცნებას“ ყველაფერში ვეთანხმები“

380
ეკა კვალიაშვილი

„ჩვენ არ გვინდა ომი, ჩვენ გვინდა მშვიდობა. აქედან გამომდინარე, ამ ხაზით „ქართულ ოცნებას“ საერთოდ ყველაფერში ვეთანხმები“, – ამის შესახებ მომღერალმა ეკა კვალიაშვილმა განაცხადა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ვახო ხუზმიაშვილის გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“.

ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარების შეფასების დროს, ეკა კვალიაშვილმა თქვა, რომ მადლიერი იქნება ყველა ადამიანის, ვინც საქართველოსთვის სიკეთეს გააკეთებს. მუსიკოსმა ამავე გადაცემაში „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა.

„თუ კი მე დღეს ჯანმრთელობა შერყეული მაქვს, თუ კი მე დღეს აბსოლუტურად უბინაოდ ვარ, თუ კი მე დღეს ძალიან ბევრი გასაჭირი მადგას – ეს არის წინა ხელისუფლების დამსახურება“ – ეკა კვალიაშვილი

„ამ მიმართულებაში ვეთანხმები [„ქართულ ოცნებას“]… ბიძინა ივანიშვილის მადლობელი ვარ. სხვათა შორის, ბიძინა ივანიშვილი რომ არ ყოფილიყო, მე არ ვიცი, დღეს რა მდგომარეობაში ვიქნებოდი, პირდაპირ მინდა მადლობა გადავუხადო, მე არავისი მერიდება. ყოველთვის მადლიერი ვიქნები ყველა იმ ადამიანის, ვინც ჩემი ქვეყნისთვის სიკეთეს გააკეთებს და ასეთს მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ ვხედავ“, – განაცხადა ეკა კვალიაშვილმა.

ვიდეო: „გავიგე, რომ პროტესტია ქუჩაში, მაგრამ მე რა შუაში ვარ?! ვისაც ეპროტესტება გააპროტესტოს და მე მემღერება და ვიმღერებ“ – ეკა კვალიაშვილი

„ჩვენ გვინდა მშვიდობა. აქედან გამომდინარე, ამ ხაზით „ქართულ ოცნებას“ საერთოდ ყველაფერში ვეთანხმები… ბიძინა ივანიშვილის მადლობელი ვარ. სხვათა შორის, ბიძინა ივანიშვილი რომ არ ყოფილიყო, მე არ ვიცი, დღეს რა მდგომარეობაში ვიქნებოდი მუსიკოსი, ეკა კვალიაშვილი

Posted by ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე on ოთხშაბათი, 16 ივლისი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g