LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა მამალაძე 64 წლის გახდა: „ნანიმ ჩემი დასაჩუქრება უფრო მრგვალ თარიღებზე იცის ხოლმე… მგონი, სიბერე არ უნდა დავარქვა, რადგან ასაკს ვერ ვგრძნობ…“

1174
ეკა მამალაძე

ეკა მამალაძე დღეს იუბილარია. მას 64 წელი შეუსრულდა. ამ თარიღს ის ახლო მეგობრების და ოჯახის წევრების გარემოცვაში „გარდენიაში“ აღნიშნავს.

ეკა, რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ სახელით გილოცავთ დაბადების დღეს!

დიდი მადლობა, ძალიან მიყვარს თქვენი რადიო!..

როგორ გრძნობთ თავს დღევანდელ დღეს?

გასაგიჟებლად ვგრძნობ თავს. რომ მემატება ასაკი, ვერ ვგრძნობ. ეს დღე ყოველთვის ძალიან მიხარია. ვისაც ვახსენდები, აუცილებლად მოდის ჩემთან. მე თვითონ ასე ხალხს არ ვპატიჟებ. თუ ვახსენდები, ვეუბნები, რომ უნდა მოვიდნენ. არ მიყვარს, როცა დაბადების დღეს არ აღნიშნავენ. ყოველთვის მიხდიდნენ გრანდიოზულ დაბადების დღეს. ეს თარიღი მიხაროდა ყოველთვის. უკვე სიბერეში ასეაც… თუმცა მგონი, სიბერე არ უნდა დავარქვა, რადგან ასაკს ვერ ვგრძნობ და კარგ ხასიათზე ვარ.

სად აპირებთ აღნიშვნას?

ზურიკო შევარდნაძესთან ვიყავი წინა დაბადების დღეზე, იქ აღვნიშნე და ახლაც მითხრა, რომ რა თქმა უნდა, ჩემთან უნდა მოხვიდეო. უკეთეს სილამაზეში სად წავალ, ამიტომ ყველას ველოდები იქ.

თქვენი დაბადების დღე, ალბათ, კონცერტად გადაიქცევა, როგორც ყოველთვის…

თუ იქნებიან ჩემი კოლეგები და დაუკრავენ და იმღერებენ, რა თქმა უნდა… ეს ისედაც ასე ხდება ხოლმე…

რაიმე განსაკუთრებულ საჩუქარს ხომ არ ელოდებით დღეს?

არა, არაფერი მიმიღია…

დედისგან გახსოვთ რაიმე გამორჩეული საჩუქარი?

როგორ არა? როდესაც 50 წლის გავხდი, ძალიან ძვირფასი ბეჭედი მიყიდა და მაჩუქა. ნანი უფრო მრგვალ თარიღებს აღნიშნავს ხოლმე. წელს არაა მრგვალი თარიღი. მომავალ წელს რომ გავხდები 65 წლის, მერე უფრო სერიოზულ საჩუქარს ველოდები ოჯახის წევრებისგან (იღიმის).

ინტერვიუ: ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g