LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა მამალაძე ცხოვრების მძიმე ეპიზოდზე: „სიმარტოვესა და საწყლობას ყოველთვის ვგრძნობდი, მაგრამ არასდროს მიგრძნობინებია ბავშვებისთვის…“

486
eka-mamaladze

ნოე სულაბერიძეს სიყვარულსა და პირად ცხოვრებაზე სასაუბროდ ეკა მამალაძე ეწვია.

მომღერალმა აღნიშნა, რომ მარტოობას სულ გრძნობდა, მაგრამ ამის შესახებ შვილებთან საუბარს ერიდებოდა:

„იყო ჩემს ცხოვრებაში ძალიან მძიმე წლები, როდესაც საკმაოდ პატარა ასაკში, 25 წლის ასაკში დავრჩი მარტო, ორ შვილთან ერთად, დავქვრივდი. იყო დიდი ვნებათაღელვა ჩემს ოჯახში. ბებია, რომელსაც მიჰყავდა ჩვენი ცხოვრება, წამყვანი ძალა იყო, დედაჩემიც, იყვნენ ძალიან შეწუხებულები, რომ მე დავრჩი ასე მარტო ორი შვილით. ნანის ფრაზა მახსოვს, დედა, რა ვქნათ ახლა, ეს ბავშვები როგორ გავზარდოთ, როგორ წავა ჩვენი ცხოვრებაო. ბებიაჩემი ოპტიმისტი იყო და თქვა, რა თქმა უნდა, ეს არ არის სასიამოვნო, როგორც ვართ, მაგრამ თუ ჩვენ სწორად ვიცხოვრებთ, რასაც კარგს დაინახავენ, ასე გააგრძელებენ ცხოვრებასო. ჩემი მეუღლე არაჩვეულებრივი ადამიანი იყო… ასევე მისი ნათესავები, საყავრელიძეები და ჩემმა შვილებმაც ასე გააგრძელეს ცხოვრება…

რა თქმა უნდა, ბევრ რამეზე გული მტკიოდა. სადღაც რომ მიმყავდა, მამა არ იყო, მე მარტო ვიყავი. სიმარტოვესა და საწყლობას ყოველთვის ვგრძნობდი, მაგრამ არასდროს მიგრძნობინებია ბავშვებისთვის…“

ვიდეო: რას პასუხობს ეკა მამალაძე კითხვას, დაუნგრევია თუ არა სხვისი ოჯახი

ეკა მამალაძე: „არ დამავიწყდება ნანის სახე, როდესაც ეს ვუთხარი…“

ბახვა ბრეგვაძე: „ეკა მამალაძე ჩემი პირველი სიყვარული იყო…“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g