LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა მამალაძე: „მეორედ 30 წლის გავთხოვდი და მეგონა, ასაკში ვიყავი… მეგონა, რომ უნდა მომესწრო და გამეჩინა შვილი…“

513
ეკა მამალაძე

ეკა მამალაძე „იმედის დილაში“ თაკო ჩხეიძის რუბრიკას ესტუმრა და ისაუბრა იმის შესახებ, როგორ უნდა უყურო ცხოვრებას პოზიტიურ ჭრილში.

„კარგად მახსოვს, როცა მეორეჯერ გავთხოვდი, ვიყავი 30 წლის. მეორედ გავთხოვდი და კარგად იმიტომ მახსოვს, რომ მეგონა, უკვე ასაკში ვიყავი… იმიტომ მქონდა ასეთი განცდა და შეგრძნება, რომ 18 წლის ვიყავი, როცა პირველი შვილი მყავდა, ოცის – როცა ორი შვილის დედა ვიყავი. იმ გადასახედიდან მეგონა, რომ 30 წლის ასაკში უნდა მომესწრო და ნანატრი ნატალია გავაჩინე.

40 წლის ასაკშიც ძალიან მნიშვნელოვანი ძვრები იყო ჩემს ცხოვრებაში. რაღაც ვიგრძენი. მქონდა კითხვები საკუთარ თავთან, რა გავაკეთე, რას ვაკეთებ და როგორ ვიქნები. პასუხები არ მქონდა. ძალიან ბევრი დასჭირდა ამ კითხვებზე პასუხების მოძებნას, მაგრამ ახლა იმ პრობლემებს სხვანაირად ვუყურებ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g