LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა მიშველაძე: ჩვენ მშვიდი და ბედნიერი ცხოვრება გვქონდა და გვექნება კიდევაც

124

ჟურნალისტი ეკა მიშველაძე გუშინ, გვიან საღამოს დაკითხვაზე თითქმის 3 საათის მანძილზე იმყოფებოდა. პოლიციის შენობიდან გამოსვლის შემდეგ ალექსი პეტრიაშვილის ცოლმა განაცხადა, რომ გამოძიება სავარაუდო ეჭვმიტანილის მისი ვერსიით დაინტერესდა, თუმცა მიშველაძემ არ იცის, ვის შეიძლებოდა ესროლა მისი ქმსითვის.

“გამომძიებლებს აინტერესებდათ ყველა დეტალი. მე ყველა კითხვაზე გავეცი პასუხი. მათი შეკითხვა ისიც იყო, ხომ არ მაქვს მე ვერსია ან ხომ არ ვეჭვობ ვინმეზე. მე არ შემიძლია ამ ეტაპზე არაფრის თქმა, რადგან ძნელია ასეთ ვითრებაში ვინმეს ხელი დაადო. ამაზრზენი და სასტიკი რამ მოხდა და იმედი მაქვს, ის ნაძირალა, ვინც ეს ჩაიდინა და ვინც ბუკა გაიმეტა სასიკვდილოდ, დაისჯება”, – აღნიშნა ეკა მიშველაძემ.

ჟურნალისტის თქმით, მან არ იცის, ვისთან ერთად იყო შემთხვევის დროს პეტრიაშვილი სასაფლაოზე.

“ჩვენ მშვიდი და ბედნიერი ცხოვრება გვქონდა და გვექნება კიდევაც, ყველა იმ ადამიანის სამწუხაროდ, ვინც ასეთი სისასტიკე და სისაძაგლე ჩაიდინა”, – განაცხადა მიშველაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები