LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა ნიჟარაძე: „დედა საკმაოდ მკაცრი იყო..არ მახსოვს, მეთხოვა, რომ მეგობართან დავრჩები, გამორიცხული იყო, მაგრამ ბევრ რამეში მაძლევდა თავისუფლებას, მაგალითად პროფესიის არჩევაში“

224
ეკა ნიჟარაძე

ეკა ნიჟარაძე გადაცემას „შუადღე Live“ სტუმრობდა.

მსახიობმა გადაცემაში თქვა, რომ მას დედა საკმაოდ მკაცრი მიდგომით ზრდიდა, თუმცა ბევრ რამეში თავისუფლებასაც აძლევდა.

„დედაჩემი იყო ძალიან მკაცრი. მაგალითად ეს ეხებოდა სადმე წასვლას. ძირითადად არ მიშვებდა. არ მახსოვს, რომ მეთხოვა, რომ მეგობართან დავრჩები, გამორიცხული იყო. გვერდზე სადარბაზოშიც რომ უნდა ავსულიყავი მეგობართან, მაცილებდა.

მაგრამ ბევრ რამეში მაძლევდა თავისუფლებას, იგივე პროფესიის არჩევაში, ძალიან ბევრ რაღაცაში გვერდზე მედგა და იყო ძალიან პროგრესული, ახლაც ასეა. ახლა გახდა 85 წლის, ახალგაზრდაც არ ვიცი ბევრი, ვინც ასე სხარტად და პროგრესულად აზროვნებს…“ – აღნიშნა ეკა ნიჟარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g