LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა სეფაშვილი: „როგორც ჩანს, ამ დეზინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით Facebook-ის სათავო ოფისთან შეკრული არიან“

122
ეკა სეფაშვილი

პარტია „ხალხის ძალის“ დეპუტატის, ეკა სეფაშვილის განცხადებით, ოპოზიცია და NGO სექტორი Facebook-ის სათავო ოფისთან შეკრულები არიან.

აღნიშნული განცხადებით დეპუტატი Facebook-ზე „ქართული ოცნების“ ქარდების დეზინფორმაციად მონიშვნას გამოეხმაურა და თქვა, რომ „სათავო ოფისს მიაწოდეს ეს ინფორმაცია და დაბლოკეს ქარდები, თუმცა მათ [ოპოზიციას] ეს ვერ უშველის“:

პაატა მანჯგალაძე: „მგონი, „ქართული ოცნების“ ფანტაზია იქამდე არ მივიდა, რომ ცუკერბერგს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრობა დააბრალოს – იმედია, ვინმეს საღი აზრის ლოგიკა შერჩა“

„საზოგადოება უკვე ისედაც ინფორმირებულია. ამან წარმოაჩინა უბრალოდ ის, რომ ისინი როგორც ჩანს, შეკრული არიან ამ დეზინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით „ფეისბუქის“ სათავო ოფისთან“. – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

პოპულალურები