LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა სეფაშვილი: „სააკაშვილის პოსტი ადასტურებს, რომ ქუჩაში პროტესტი სახალხო არ არის, ხალხი საკუთარი სურვილით არ არის გამოსული, მათ აორგანიზებენ და სანდო წყაროების თქმით, გარკვეული სარგებელიც აქვთ“

175
ეკა სეფაშვილი და მიხეილ სააკაშვილი

„მიხეილ სააკაშვილის პოსტი ადასტურებს, რომ ქუჩაში მიმდინარე პროტესტი სახალხო არ არის. ეს ხალხი ქუჩაში საკუთარი სურვილით არ არის გამოსული“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ქუჩაში გამოსულ ხალხს აორგანიზებენ და როგორც სანდო წყაროები ამბობენ, ამისთვის გარკვეული სარგებელიც აქვთ“:

„იმედია ეს პოსტი მალე წაიშლება… ეჭვიანობაა ამ პოსტის საფუძველი, დროისა და კონტექსტის ვერ აღქმა“ – აქციის შესახებ პოსტის გამო მიხეილ სააკაშვილი კრიტიკის ობიექტი გახდა – რა დაწერა ექსპრეზიდენტმა სოციალურ ქსელში

„სამწუხაროდ, ჩემი სიტყვიერი დანაბარების არასწორად „დაპოსტვა“ მოხდა და შესაბამისად, გამოიწვია დამსახურებული რეაქცია – რა თქმა უნდა, ხალხი საკუთარი ნებით გამოდის და აპროტესტებს“ – მიხეილ სააკაშვილი

ინფორმაციისთვის, მანამდე მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუქზე“ ეწერა: „შეცდომაა ამდენი ხალხის ჩამოყვანა და გამარჯვების გარეშე უკან გაშვება“.

„სააკაშვილის პოსტი სწორედ ამაზე მიუთითებდა – მათზეა დამოკიდებული უკან გაუშვებენ, თუ ადგილზე დატოვებენ. სააკაშვილის პოსტი იყო წამოცდენა, რომ პროტესტი მათ მიერ არის მართული და დაფინანსებული, სადაც უცხოური ფინანსებია გარეული“, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

ნინო წილოსანი: „მაშინ, როცა დონალდ ტრამპი გამოკითხვას ატარებს, აიკრძალოს თუ არა სოროსი და მისი ფონდი, საქართველოში ანტისახელისუფლებო აქციებს „სოროსის“ ფონდი აორგანიზებს“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g