„პალიტრანიუსის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ეკა წივწივაძე კიდევ ერთ სტატუსს აქვეყნებს, რომელიც აფხაზეთში მის სახლს ეხება და აღნიშნავს, რომ მის წინა სტატუსს მშობლიური რეგიონიდან გამოეხმაურნენ და უცნობმა ქალბატონმა სოხუმში მდებარე მისი სახლის ფოტო გამოუგზავნა…
ყველამ იცის რომ აფხაზეთი უმდიდრესი მხარე იყო და ძალიან დიდი ბოდიში ყველა ადგილობრივთან თუ ახლა, სამ სართულიანი სახლების მაგივრად 36 კვადრატულს გვაძლევს სახელმწიფო: ეკა წივწივაძე
"ვეხმაურები ბოლო დღეებში ძალიან პოპულარულ ფრაზას "რა ვერ დამთავრდა ამათი დევნილობა; არ გამიგია თაობებით დევნილები".
ეკა წივწივაძე:
„ჩემი გუშინდელი პოსტის შემდეგ, დღეს პირადში, უცნობმა ქალბატონმა სოხუმიდან ჩემი სახლის ფოტო ჩამიგდო…
აქ შემიძლია, უსასრულოდ გრძელი ემოციური პოსტი დავწერო, მაგრამ ზოგჯერ სიტყვები საჭირო სულაც არ არის.
დარწმუნებული ვარ, ცხოვრებაში ერთხელ მაინც დაგიკარგავთ ნივთი, რომელიც სულ გახსოვთ/გენანებათ.
ჩვენ დავკარგეთ ცხოვრება… უკეთესი თუ უარესი, არავინ იცის, მაგრამ ფაქტია, ჩვენ დავკარგეთ ჩვენი ძირი, ფუძე,ფესვი…
ერთი წუთით წარმოიდგინეთ: ვერასდროს გაიაროთ თქვენს საყვარელ ქუჩაზე, ვერ შეხვიდეთ იმ კაფეში რომელიც გიყვართ, ვერ მიხვიდეთ მშობლების საფლავებთან, ვერ გაიქცეთ ადგილზე, რომელიც ცუდი განწყობის გადასაგორებლად გაქვთ შერჩეული…
შეიძლება, პესიმისტურია, მე არ მჯერა, რომ მე დავბრუნდები, მაგრამ არასდროს არც ერთი ადგილი არც ერთ ქალაქში არ იქნება უფრო მშობლიური, ვიდრე ეს დანგრეული კედლები…“