LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკატერინე მიქაბაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა

113
ეკატერინე მიქაბაძე

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა (სსფ) და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა.

კერძოდ, ეკატერინე მიქაბაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს ბო ლის, ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს ჯიჰად აზურსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს ალეხანდრო ახდენბერგს შეხვდა. შეხვედრები ასევე გაიმართა საკრედიტო სარეიტინგო კომპანიებთან და ინვესტორებთან.  

შეხვედრებზე განიხილეს საქართველოს მაკროეკონომიკური მდგომარეობა, ხაზი გაესვა მონეტარულ და ფისკალურ სტაბილურობასა და სიძლიერეს. ასევე აღინიშნა, რომ საქართველოში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი დაბალ დონეზე ნარჩუნდება. საუბარი მიმდინარე გლობალურ და რეგიონულ გამოწვევებსაც შეეხო.

ქართული დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თამთა სოფრომაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g