LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკატერინე ტოგონიძის წიგნის „შინ-შენ“ პრეზენტაცია 28 ივნისს „სტამბაში“ გაიმართება

346
togonidzenews35

28 ივნისს, 19:00 საათზე, სასტუმრო „სტამბაში“ გაიმართება ეკატერინე ტოგონიძის ახალი რომანის – „შინ-შენ“ – პრეზენტაცია. შეხვედრას ავტორთან ერთად გაუძღვება მწერალი, თეონა დოლენჯაშვილი.

“მე შენ კარგად გხედავ” – ეს სიტყვები ეკატრინე ტოგონიძის ახალი რომანის მთავარი გზავნილია და აფხაზურად ნიშნავს, “მე შენ მიყვარხარ”. წიგნი ომის ტრავმებზე, პატიებასა და სიყვარულზეა. იგი ყოფითი პრობლემებით დაღდასმული ახალგაზრდა მსახიობი ქალის, ნიას შესახებ მოგვითხრობს. მიწისძვრა მთავარი გმირის სამყაროს ძირეულად არყევს. სახლზე გაჩენილი ბზარი ყველაზე ძვირფასის – ოჯახის, ურთიერთობის, მომავლის დანგრევას უქადის. ნიას ერთადერთი ხსნა საოცნებო კინოროლია, რომლის მიღებაც მის უფერულ და ტკივილით სავსე ცხოვრებას ახალი ენერგიით ავსებს. გადაღებებთან ერთად იწყება ახალი, პარალელური რეალობა – ხელოვნება, როგორც თავშესაფარი, როგორც გაქცევა… თუ სინამდვილესთან დაახლოებისა და საკუთარი თავის დაბრუნების ერთადერთი გზა.

პრეზენტაციაზე დასწრება თავისუფალია. სტუმრებმა უნდა დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციები – გამოყენონ პირბადე და დაიცვან დისტანცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g