LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკატერინე ტუღუში: „გურამიკო ხშირად მეპატიჟება პაემანზე და ყოველთვის მახვედრებს ყვავილებს. ჩვენ შეთანხმება გვაქვს, რომ ჩემს სახლში ყვავილები არ დაჭკნეს…“

1826
გურამ-22-1024x683

მოდელი ეკატერინე ტუღუში „ქუჩის ბიჭების“ წევრის, გურამ ლომიძის შეყვარებულია.

ის ჟურნალ „თბილისელებს“ გურამთან ურთიერთობაზე ესაუბრება.

„რომანტიკული მიმოწერებით გურამიკო არ გამოირჩევა. დამოკიდებულებითა და ზრუნვით გაგრძნობინებს, რომ მისთვის მნიშვნელოვანი ხარ. ძალიან ერთგულია და ისეთი შინაგანი სიმშვიდე აქვს, ძნელია, ეჭვი შეიტანო მის გრძნობებში. რომანტიკულია, ხშირად მეპატიჟება პაემანზე და ყოველთვის მახვედრებს ყვავილებს. ჩვენ შეთანხმება გვაქვს, რომ ჩემს სახლში ყვავილები არ დაჭკნეს (იცინის).

რაზე ჩხუბობთ ხოლმე და რომელი დგამს პირველ ნაბიჯს შერიგებისკენ?

ყოველთვის მე ვჩხუბობ და ის მისმენს, ითმენს… ბოლოს ერთ-ორ კტბილ სიტყვას მეტყვის და გადამდის ბრაზი. რომ მკითხოთ, რაზე ვჩხუბობ, ვერ გიპასუხებთ, იმიტომ, რომ ბოლოს არც მე ვიცი ხოლმე. ძირითადად, ვიბუტები და უკვე მიეჩვია, რეაქცია აღარ აქვს (იცინის).

ეჭვიანი რომელი ხართ?

მე ვარ ეჭვიანი (იცინის). მდედრობით სქესზე მეტად სულ იმას ვეჭვიანობ, თუ იმ მომენტში  ვინმეს ჩემზე მეტი ყურადღება დაუთმო (იცინის). მაგრამ ამას ჩხუბით არ გამოვხატავ, წავიწუწუნებ ხოლმე, ხვდება და ამაზე ძალიან ბევრს იცინის…“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები