LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეკლესიის მაშენებელი ოჯახი მყავს, ორი ეკლესია ააშენა მამაჩემმა, მაშინ, როცა ყველა ქარხნებს ყიდდა, 1000 ადამიანი გვყავდა დასაქმებული საწარმოებში…“ – ნინო წილოსანი ნანა დიხამინჯიას კრიტიკას პასუხობს

568
ნანა დიხამინჯია, ნინო წილოსანი

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი პასუხობს აქტივისტ ნანა დიხამინჯიას მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტს, რომელშიც დიხამინჯია დეპუტატს ფარისევლობაში ადანაშაულებს.

წილოსანი პასუხად საკუთარ ოჯახზე, ქველმოქმედებასა და სამეწარმეო წვლილზე საუბრობს. როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერი წერს, მისი ოჯახი ორი ეკლესიის მშენებელია და გურიაში ბევრ ადამიანს დახმარებია.

წილოსანის მტკიცებით, მისმა ოჯახმა მაშინ, როცა ქარხნებს ყიდდნენ, ვაგონმშენებლობა შეინარჩუნა და 1000-მდე ადამიანი დაასაქმა.

„როცა კითხვას სვამს თუ რა გააკეთა ჩემმა ოჯახმა, თავის „ბაბლში“ ნამდვილად ვერ მოუყვებიან, რომ ეკლესიის მაშენებელი ოჯახი მყავს. უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ უფლის შეწევნით ორი ეკლესია ააშენა მამაჩემმა, ხოლო გურიაში ადამიანი არ მოიძებნება, ვინც იტყვის, რომ რაიმე სჭირდებოდა და ჩემი ოჯახი გვერდით არ დაუდგა

არ გამოვრიცხავ ნანა დიხამინჯიას მორალის ადამიანებისთვის ეკლესიის მშენებლობა, პირიქით, დანაშაულად აღიქმებოდეს, ხოლო ადამიანების დახმარება უბრალოდ ეფემერულ ქმედებად, ამიტომ სამეწარმეო საქმიანობაზეც მოვუყვები…

ჩემმა ოჯახმა, მაშინ, როცა ყველა ქარხნებს შლიდა და ყიდდა, ვაგონმშენებლობა შეუნარჩუნა საქართველოს, და ნანა დიხამინჯიას საყვარელ ნაციონალებს ორჯერ რომ არ გავეკულაკებინეთ, ორჯერ რომ არ ”აეხიათ” ქარხანა და არ გავეკოტრებინეთ, 1000 ადამიანი გვყავდა დასაქმებული საწარმოებში

ამიტომ, როცა გაკადნიერდები და კეთილსინდისიერ ადამიანებზე იკითხავ ირონიულად, მინიმუმ ის მაინც უნდა გააკეთო, რომ წინასწარ მცირედი გაიკითხო. სწორედ მის სანაცნობოში არიან ადამიანები, რომლებიც ჩვენი ქონების „ახევაში“ მონაწილეობდნენ

„რადგან მეც მახსენა, კი ბატონო, ვუპასუხებ“ – რას წერს ნინო წილოსანი

„რადგან მეც მახსენა, კი ბატონო, ვუპასუხებ: ნანა დიხამინჯიამ თავი ყველას პროვოკატორობით, აგრესიით და გამოკვეთილად არაქართული დამოკიდებულებით დაგვამახსოვრა“, – წერს „ქართული ოცნების“ დეპუტატი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში და მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძისა და ალტე უნივერსიტეტის ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის დირექტორის, სამოქალაქო აქტივისტის, ნანა დიხამინჯიას სიტყვიერი დაპირისპირების ამსახველ ვიდეოს ეხმიანება. მამუკა მდინარაძე:„წერდნენ, მივაკითხოთ და ვაჩვენოთ, რამდენი […]

პ.ს გარდა უმეცრებისა, თან უტიფარი მატყუარაა – არასდროს მითქვამს ევროპა და ამერიკა გვრყვნისთქო, ალბათ ქვეცნობიერად თავად ფიქრობს ამას, თორემ რატომ წამოსცდებოდა ეს ჩემზე )) სამწუხაროდ, იმდენად უღირსი ქალია, ჩემს პირად ცხოვრებასაც კი გადასწვდა. თუმცა მოდით, ამ ნაწილს უპასუხოდ დავტოვებ!, – წერს ნინო წილოსანი.

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულებზე ნამდვილად არ ღირდა ნანა დიხამინჯიასთვის მეპასუხა, თუმცა დღეს უკვე აუცილებლად …

Posted by ნინო წილოსანი • Nino Tsilosani on სამშაბათი, 22 აპრილი, 2025

ცნობისთვის, ნინო წილოსანი აღნიშნულით ეხმაურება აქტივისტ ნანა დიხამინჯიას მიერ სოციალური ქსელში გავრცველებულ პოსტს, რომელშიც დიხამინჯია წილოსანს ფინანსური უპირატესობის ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს და წერს, რომ წილოსანს ოჯახს „სახელმწიფომ მოპარული 65 მილიონი ლარი აპატია“.

ამასთან, დიხამინჯიას თქმით, დეპუტატი შვილებს ევროპასა და ამერიკაში სასწავლებლად უშვებს, მაშინ როცა საჯარო განცხადებებში დასავლურ ღირებულებებს აკრიტიკებს:

„ეს ქალი არის უმდიდრესი ოჯახიდან, რომელსაც სახელმწიფომ მოპარული 65 მილიონი ლარი აპატია და ყველაფრის უფლებას აძლევს, ტენდერები იქნება თუ სამშენებლო ნებართვები. მამაც ფულში იხრჩობა და ქმარიც, რომელსაც ფორმალურად გაეყარა ფულის დამალვის მიზნით.

უფროსი შვილი ბრიტანეთში სწავლობს უნივერსიტეტში, უკვე წლებია. მეორე შვილი 13 წლის იყო, როცა ესპანეთში გაუშვა საკალათბურთო სკოლაში და 15 წლის გადაიყვანა კალიფორნიაში, კერძო ლუთერანულ სკოლაში, შემდეგ წელს კი ასევე ქრისტიანულ კერძო სკოლაში, რომელსაც წელს ამთავრებს. ეს ყველაფერი რა ჯდება და დეპუტატის ხელფასი რომ მარტო მის ბრენდულ პიჯაკებს ეყოფა, ეგ შეგიძლიათ მარტივად დათვალოთ.

ისეთი ფარისეველია, რომ გვიმტკიცებს, ევროპა და ამერიკა გვრყვნისო და თან მაშინ უშვებს ევროპა-ამერიკაში შვილებს, როცა მათი სამოქალაქო ცნობიერება ყალიბდება, თავად კი მხოლოდ წელიწადში რამდენიმეჯერ მოახერხებს მათ ნახვას.

ძალიან გთხოვთ, ერთი ინიციატივა, ერთი სასარგებლო პროგრამა შემახსენოთ, რომელიც ან თავისი ოჯახის სახელით და ფულით, ან როგორც დეპუტატმა განახორციელა. ერთი მოქმედება შემახსენეთ, რომელიც მის პატრიოტიზმს ადასტურებს“, – წერს ნანა დიხამინჯია.

„STEAM ინიციატივების გულშემატკივრის როლსაც თამაშობდა, მაგრამ რაც დრო გადის კარგად გამოაჩინა თავის სახე, კლასიკური აგენტი და ლგბტ პროპაგანდისტია“ – მარიამ ლაშხი დიხამინჯიას და მდინარაძის სიტყვიერ დაპირისპირებაზე

ნანა დიხამინჯია: „საერთოდ რომ არ არსებობდეს ოპოზიცია, რუსეთში აპირებთ ცხოვრებას? იპოვეთ ერთი ქილა საღებავი საკუთარ გარაჟში და ერთი ზედმეტი საათი… ჩვენი შესაკეთებელია ეს ქვეყანა, ან შეგიძლიათ, წუწუნი გააგრძელოთ“

ეს ქალი არის უმდიდრესი ოჯახიდან, რომელსაც სახელმწიფომ მოპარული 65 მილიონი ლარი აპატია და ყველაფრის უფლებას აძლევს,…

Posted by Nana Dikhaminjia on პარასკევი, 18 აპრილი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g