Facebook-ზე მოხვდა ვიდეო, რომელიც მომხმარებლებმა ნიდერლანდებში გადაიღეს. ადგილობრივი ეკლესიის ზარები დევიდ ბოუის 1969 წლის ლეგენდარულ ჰიტს Space Oddity-ს უკრავენ. ესაა პირველი შემთხვევა, როცა 634 წლის ეკლესიამ როკ მუსიკოსის ბალადა დაუკრა და ამით პატივი მიაგო გარდაცვლილი მუსიკოსის ხსოვნას.
შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული მუსიკოსი დევიდ ბოუი 69 წის ასაკში სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/marchal.molenaar/videos/961280887284138/” width=”600″ height=”400″ onlyvideo=”1″]