ეკო ფანგანი სოციალურ ქსელში ბათუმში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების შესახებ წერს და დასძენს, რომ პირბადე იქ არავის უკეთია.
„შრომის ინსპექცია / Labour Inspection Office ბათუმში ნამყოფები ხართ?! სურსათის მაღაზიებშიც კი არავის უკეთია პირბადე, მათ შორის გამყიდველებსაც!
სრული განუკითხაობაა და პატრონი არ ჰყავს აქაურობას!
შარშან ასეთი ადამიანების გამო ჩავიკეტეთ და წელსაც მათ გამო რატომ უნდა ჩავიკეტოთ ჩვენ, ვინც ყველანაირ რეგულაციას ვიცავთ და ვინც აცრილები ვართ?
ყველა ჯიხურში, ყველა მაღაზიაში, ყველა სასტუმროში და ყველა რესტორანში უნდა შეხვიდეთ. 99,9 % ეს სიტუაციაა და, იქნებ, მიიღოთ რამე ზომები, რომ ვინმემ ცოტაოდენი სიფრთხილე თქვენი შიშით მაინც გამოიჩინოს!“
