LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკო ფანგანი: „ვაჟკაცობის და ღირსების სახელით, სუსტებს ჩაგრავენ. ქრისტეს სახელით ხალხს სცემენ და ურტყამენ“

261
ekofanganinmews

ეკო ფანგანი სოციალურ ქსელში თბილისში დღეს განვითარებულ სამწუხარო მოვლენებს ეხმიანება და წერს:

„ყველა მოძალადე უნდა იყოს დასჯილი, მათ შორის ჰომოფოები!

მათი ატანა წარმოუდგენელია უკვე და ვინც მათ მხარს უჭერთ, გამოფხიზლდით ცოტა!!

ვაჟკაცობის და ღირსების სახელით, სუსტებს ჩაგრავენ.

ქრისტეს სახელით ხალხს სცემენ და ურტყამენ.

პატრიოტიზმის სახელით ქვეყანაში არეულობას და დაძაბულობას იწვევენ.

ისე ჩაივლიდა დღევანდელი დღე, ნახევარზე მეტი მოქალაქე ვერც გაიგებდა, რა ხდება. ეს დესტრუქციული ძალები ახდენენ სპეციალურად ძალიან ცუდ გავლენას ხალხზე!

ვისი ქმედებაც გასცდება დღეს  კანონს, აუცილებლად ყველა  იყოს დაპატიმრებული.

არავინ არავის სახლში არ უვარდება (მოძალადეების და ჰომოფობების გარდა) და ამ ქვეყანაში ყველას აქვს თანაბარი უფლება ყველაფრის!!!

მე მივდივარ დღეს უდანაშაულო ადამიანების მხარდასაჭერად.

სანამ საწინააღმდეგო კომენტარს დამიწერთ, სათანადოდ გაეცანით როგორც ქვეყნის შიდა კანონმდებლობას, ასევე, საერთ. სამართლის პრინციპებს. შემდეგ დაკვირვებით წაიკითხეთ ბიბილია და გადახედეთ თეოლოგიას!

ნახვამდის!“

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები