ვივიენ ვესტვუდმა ექვსმეტრიანი ნაძვის ხე საკუთარი დიზაინით მორთო. დიზაინერმა ნაძვის ხის მორთვის გადაწყვეტილება არა სადღესასწაულო განწყობის შექმნისთვის, არამედ ქველმოქმედების მიზნით მიიღო. ვესტვუდმა დიზაინი ეკოაქტიურ კომპანიასთან Cool Earth-თან ერთად შექმნა, რომელიც ჯუნგლებისა და ტროპიკული ტყების დაცვითაა ცნობილი. გირლანდები საზოგადოება Awajún– ეკუთვნის. ნაძვის ხის მოსართავი აქსესუარები კი, ეკოლოგიური მასალისგანაა დამზადებული.
ნაძვის ხე ლონდონში, რესტორან Aqua Shard-ის ჰოლში დაიდგმება. აქვე გაიყიდება ლიმიტირებული რაოდენობის შოკოლადი, რომლის შეფუთვაც ასევე ვივიენ ვესტვუდს ეკუთვნის. ფილის ღირებულება კი, 3.95 ფუნტი სტერლინგია.