LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეკონომიკამ უნდა მიაღწიოს იმ ეტაპს, რომ ხელფასები გავზარდოთ” – რა სთხოვა სახელმწიფოს ბიზნესმა /„ბიზნესკურიერის“ პოდკასტი

12
ბიზნეს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა გამართა, რომლის ფარგლებში ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ პრემიერ ღარიბაშვილს და ეკონომიკური ბლოკის მინისტრებს BAG ინდექსის მესამე კვარტალის შედეგები წარუდგინა.

შეხვედრას ეკონომიკური ბლოკის მინისტრებიც ესწრებოდნენ. ბიზნესის მხრიდან კი საქართველოში არსებული თითქმის ყველა მსხვილი კომპანია იყო წარმოდგენილი.

საინტერესოა, რა საკითხები განიხილეს პრემიერთან შეხვედრაზე.

თემაზე  „ბიზნესკურიერში“ გიორგი კეპულაძესთან ერთად, ლევან ვეფხვაძემ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ისაუბრა.

 

 

– საინტერესო ღონისძიება იყო, შეიძლება ითქვას, სრული შემადგენლობა იყო გადაწყვეტილების მიმღები პირების, როგორც ბიზნესიდან, ისე პოლიტიკოსების მხრიდან…

ლევან, როგორია BAG ინდექსი? თქვენ რეგულარულად აკეთებთ ამ კვლევას, როგორი განწყობაა ბიზნესის?

– ჩვენი ინდექსი შედგება 3 კომპონენტისგან.

პირველია ბიზნესის კლიმატის ინდექსი, სადაც კომპანიები აფასებენ, როგორც შექმნილ მდგომარეობას, ასევე შემდგომი 6 თვის განმავლობაში მათ მოლოდინებს.

მეორეა დასაქმების პარამეტრი და

მესამე კომპონენტია საინვესტიციო ინდექსი, სადაც აღნიშნული იქნება წლის ბოლომდე კომპანიების ინვესტიციების განხორციელება

ბიზნესინდექსი გამოკვლევა  2019 წლის ბოლოს დავიწყეთ. უნდა აღვნიშნოთ, რომ, ჩვენი ბიზნესასოციაცია და ჩვენი თანამშრომლები არ აკეთებენ ამ გამოკითხვას. მეთოდოლოგია მიუნხენის ინსტიტუტში დაფუძნდა, ამიტომ რაიმე მიკერძოებაზე ცხადია, არ ვსაუბრობთ. უნდა აღინიშნოს, რომ ეს მონაცემები ახლოს არის, რაც ჩვენ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებში გვაქვს.

შესაბამისად, სიმართლე გითხრათ, ეს შედეგები არ გამკვირვებია.

ჩვენ როდესაც  ვსაუბრობთ ეკონომიკურ ზრდაზე, ანუ დამატებითი ღირებულების ზრდაზე, ეს არის ხელფასებისა და გადასახადების ზრდა. როცა ბიზნესი აფართოებს თავის სფეროებს, დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება და სხვათა შორის ხელფასებიც იზრდება.

შენც კარგად მოგეხსენება გიორგი, რომ თუ ყველაფერი კარგად მიდის, მათ აქვთ განცდა, რომ  უკუგება მოხდება მათი ინვესტიციის. ეს ყველაფერი ძალიან ცხადად აისახა კვლევაში, რომელიც ჩვენ გამოვაქვეყნეთ და პრემიერს წარვუდგინეთ. თუმცა, იქ იყო საუბარი ასევე პრობლემებზე, რომლებიც არის.

ცხადია, პრობლემები ჯამურად არის შემცირებული გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო 2 წელი პანდემია იყო.  დღეს ეს პრობლემა აღარ დგას. 40-50% ამბობდა, რომ მოთხოვნის სიმცირე ნომერ 1 პრობლემაა, ახლა სხვა საკითხებია წინ წამოწეული. მათ შორის ძალიან  არის  გაზრდილის კვალიფიციური მუშახელის ნაკლებობა.

ანუ იქ, სადაც ჩნდება იმედი და ახალი პროექტების განხორციელების შესაძლებლობა, ამას თან უნდა მოჰყვეს ადამიანური კაპიტალი და აქ უკვე გვაქვს აცდენა. ანუ არ გვაქვს იმ კვალიფიკაციის მუშახელი, რომელიც ახალ პროექტებშია მოთხოვნილი.

 

 

– ცოტა უცნაური პრობლემა დაგვემართა საქართველოს. სულ პრობლემაა, რომ ადამიანები სამსახურს ეძებენ და ვერ საქმდებიან. ახლა ისმის პრობლემა, რომ კვალიფიკაციის, თუ კვალიფიკაციური მუშახელის გამო, კომპანიებს, მათ შორის დაბალ რგოლშიც, ექმნებათ პრობლემა. პრობლემაა მასპინძლობის ბიზნესშიც.
თქვენ უკეთ გეცოდინებათ, რომელ სექტორებშია განსაკუთრებით ეს პრობლემა.
როგორ აპირებენ კომპანიები ამ პრობლემის გადაჭრას?

– ეს პროგრამა 2 კომპონენტიანია. უკავშირდება იმას, რომ ახალი ტექნოლოგიები შემოდის და მას სამწუხაროდ არ მიჰყვება ის კომპეტენციები, რომელიც ადგილზე არის.

ამას სტრუქტურული უმუშევრობის თემა ჰქვია, არიან სტუდენტები, რომლებიც სამუშაოს ეძებენ და მათ არ აქვთ კვალიფიკაცია, რომ იმუშაონ.

წლის დასაწყისში, როდესაც შრომითი რესურსების კვლევა გვქონდა და ბიზნესს ვკითხეთ, რა არის მთავარი პრობლემა და მთავარი გამოწვევა, უფრო სწორედ კითხვა სხვა ფორმულირებით გვქონდა, რა არის თქვენი კონკურენტი?-  მიგრაცია გავიდა პირველ ადგილზე.

ადრე თუ ასახელებდნენ კომპანიები მომიჯნავე კომპანიებში გადასვლას მუშახელის, დღეს სიტუაცია შეიცვალა და მიგრაცია გახდა პირველი პრობლემა.
მოკლედ რომ ვთქვათ, 2 მთავარი პრობლემა გვაქვს, მიგრაცია და სტრუქტურული პრობლემები, რომელიც უმუშევრობის ნაწილში ჩვენ დავინახეთ.

– სახელმწიფოს რა სთხოვა ბიზნესმა? გრძელვადიან პერსპექტივაში გასაგებია – განათლების სისტემის ხელშეწყობაა საჭირო. მოკლევადიან პერიოდში რას დაგპირდათ ღარიბაშვილი?

– მოდით ვთქვათ, რომ არის ქვეყნები, სადაც ცხრაჯერ დიდია ეკონომიკა და ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლები 10-ჯერ მაღალია, იგივე რომ მოხდეს საქართველოში, ამის რესურსი ჩვენ ეკონომიკურ პირობებში არ გვექნება.

ეკონომიკამ უნდა მიაღწიოს ჯამში იმ ეტაპს, რომ ეს განვახორციელოთ. იმის თქმა, რომ ჩვენ შეგვიძლია, ამის განხორციელება, იქნება ზედმეტად თამამი განცხადება.

მობილობა არის გამარტივებული, ამ პრობლემაზე პასუხი ჩვენ ალბათ გაგვიჭირდება, სანამ ეკონომიკა არ გაიზრდება. ბალტიისპირეთში მოხდა სრული გადინება და როცა მეტ-ნაკლებად გათანაბრდა ეკონომიკური მდგომარეობა, საკმაოდ დიდი ნაწილი ადამიანების დაბრუნდა ქვეყანაში და პრობლემა მოგვარდა წლების განმავლობაში.

კვალიფიკაციის ნაწილში ბუნებრივია, დიდი მნიშვნელობა აქვს განათლების პრობლემას და ყველაზე მთავარი, აქამდე სახელმწიფო თავად იღებდა პროგრამების გადაწყვეტილებას.

ამბობდა, რა პროგრამა გვჭირდება და როგორი უნდა ყოფილიყო ის.

ბოლოს მივიღეთ სიტუაცია, რომ ეს პროგრამები თავისთვის იყო. დაუსაქმებელი ადამიანი თავისთვის იყო და ბიზნესი ცალკე დადიოდა და ეძებდა მუშახელს და ბევრმა კომპანიამ თვითონ დაიწყო პროგრამების გადამზადება.

ეს ძალიან კარგი ნაბიჯია, კომპანიებმა, როდესაც პრობლემები დაინახეს და მისი გადაჭრის გზა მოძებნეს.
პრემიერმა გვითხრა, რომ ამასთან დაკავშირებით ცალკე შეხვედრა უნდა მოვაწყოთ.

– საინტერესო შეხვედრა იქნებოდა, ყველა დეტალს ჩვენ ვერ მოგვიყვებით, თავისთავად. ეს გასაგებია, მაგრამ იმედი მაქვს, კომუნიკაცია მთავრობასა და ბიზნესს შორის უფრო აქტიური იქნება და მთავრობა კერძო სექტორს უფრო ხშირად მოუსმენს, რომელიც აფინანსებს მთავრობასაც და ბიუჯეტსაც და ყველაფერ იმას, რასაც ჩვენ „უფასოს“ ვეძახით და მოვიხმართ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g