LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკონომიკის მინისტრი ევროკავშირის ახალ ელჩს შეხვდა

57
გომიიიდიფდად

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ევროკავშირის ახალ ელჩს პაველ ჰერჩინსკის შეხვდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ვიცე-პრემიერმა ევროკავშირის ახალ ელჩს პოსტზე დანიშვნა მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ მომდევნო წლებში საქართველოს ინტეგრაცია ევროპულ სტრუქტურებში კიდევ უფრო გაიზრდება.

“შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო წარმატებით ახორციელებს შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებას, რაც დადებითად აისახება საქართველოს სავაჭრო – ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე ევროკავშირის სახელმწიფოებთან.
ლევან დავითაშვილმა სტუმარს გააცნო საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, რომლებიც უზრუნველყოფენ ქვეყნის ეკონომიკის მდგრად და სტაბილურ განვითარებას. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში აღებულ ვალდებულებების შესრულების პროცესზე.

"საქართველოს მომავალი ევროპაშია" - კობა გვენეტაძე ევროკავშირის ელჩს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს.

მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონული მნიშვნელობის პროექტები, რომლებიც საქართველოს ინიცირებით ხორციელდება და მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიის დერეფნის მეშვეობით ევროპისა და აზიის ბაზრების დაკავშირებას. ასევე, განხილულ იქნა თანამშრომლობა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ტრანსკასპიური, ე.წ. შუა დერეფნის განვითარებაზე, რომელიც უმოკლესი სატრანსპორტო მარშრუტია ევროპასა და აზიას შორის”, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

magti 5g