LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკონომიკის მინისტრს რკინის ქალამნები უნდა ეცვას და დადიოდეს ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებებზე – გიდი

231
ipiccy-image

ეკონომიკის მინისტრს რკინის ქალამნები უნდა ეცვას და დადიოდეს ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებებზე! – ამის შესახებ გიდი ალექსანდრე გიორგიძე აცხადებს. ის ამბობს, რომ კომენდანტის საათი კლავს ტურიზმს და ის უნდა გაუქმდეს❗

როგორც გიორგაძე განმარტავს, ტურიზმი არ აღდგება სანამ: არსებობს კომენდანტის საათი, სანამ ქვეყანა არ გახდება კოვიდ უსაფრთხო, სანამ არ არსებობს კონკრეტული პროტოკოლები, რას ვაკეთებებთ, თუ ტურის პროცესში კოვიდი დაფიქსირდა, თუ არ გაიხსნება სახმელეთო საზღვრები ყველა აეროპორტში და ძირითად სასაზღვრო პუნქტებზე არ ამოქმედდება კოვიდ ცენტრები, კურორტებზე ვერ ხერხდება კოვიდ ტესტირება და სხვა..

შეგახსენებთ, ტურიზმის სექტორის ასოციაციები მთავრობას ოფიციალური განცხადებით მიმართავენ, სადაც ვაქცინაციის მნიშვნელობაზე საუბრობენ.

„ჩვენ მიერ შემუშავდა რიგი ღონისძიებები, რომელთა განხორციელებაც, ერთი მხრივ მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ინდუსტრიის სწრაფი ტემპებით აღდგენას და მეორე მხრივ აბსოლუტურად უვნებელი იქნება ქვეყნისთვის, მეტიც, სახელმწიფო ბიუჯეტს სერიოზულ თანხებს დაუზოგავს (რაც ამ ეტაპზე ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა).

კომერციული ვაქცინაცია ტურიზმის გადასარჩენად – წინასწარი მოლაპარაკებების შედეგად ჩვენ და კერძო სამედიცინო კომპანიები მზად ვართ, მაქსიმალურად რეალურ დროის ფარგლებში, ქვეყანაში შემოვიტანოთ ჩინური, ან თუნდაც რუსული კოვიდ ვაქცინის 100.000 ორმაგი დოზა, სახელმწიფოს ფინანსური დახმარება/მონაწილეობის გარეშე, ამისათვის გვესაჭიროება მხოლოდ ნებართვა. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ეს ვაქცინები ჯერ „ჯანმო-ს“ მიერ არ არის რეგისტრირებული, ამიტომაც მათი გამოყენება საქართველოს მოქალაქეებისათვის არ მოხდება, განკუთვნილი იქნება მხოლოდ ინდუსტრიაში ჩაბმული პირებისთვის, მათი სურვილის და სრული პასუხისმგებლობის პირობით, ასევე მათი დამსაქმებლების თანხებით. ინდუსტრიაში მომუშავე ვაქცინირებული პირების არსებობა პირდაპირი სტიმულია უცხოელებისათის უსაფრთხო მოგზაურობის თვალსაზრისით“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს სასტუმროების ქსელი „ინნ ჯგუფი“, გამყვანი ტურიზმის ასოციაცია, სასტუმროების ფედერაცია, „კა მენეჯმენტ გრუპი“, ტურ. კომპანია „კამერტონ თრეველი“, ტურ. კომპანია „იბერია ტურს პლიუსი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g