LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკონომიკის სამინისტრო ინვესტორებს ერთი ფანჯრის პრინციპით მოემსახურება

84
getty_529136403_312011

პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ინვესტორებს ერთი ფანჯრის პრინციპით მოემსახურება.

„შემოგვაქვს ახალი ძალიან მნიშვნელოვანი მოადგილის შტატი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ინვესტიციებზე, ზოგადად ინვესტორებთან ურთიერთობაზე, მათ შორის არა მხოლოდ ინვესტიციებამდე პერიოდში, არამედ ინვესტიციების განხორციელების შემდეგ პერიოდში. ეს არის მნიშვნელოვანი სიახლე. ჩვენ რამდენიმე თვე ვმუშაობდით, რომ მიგვეღო ეს შედეგი. ეს მოადგილე იქნება პასუხისმგებელი ასევე კოორდინაციაზე სხვა უწყებებთან, ვინაიდან ინვესტორებს სხვა უწყებებთანაც უწევთ მუშაობა ბუნებრივია. ჩვენ ამ პრაქტიკას შევზღუდავთ და ეს იქნება ერთი ფანჯრით მომსახურების პრინციპი, სადაც მხოლოდ ეკონომიკის სამინისტრო იქნება პასუხისმგებელი ინვესტორებთან ურთიერთობებზე,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი ფოკუსი გაკეთდება თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმზე ევროკავშირთან და მოხდება გამოყოფა იმ პერსპექტიული და პრიორიტეტული მომსახურებებისა და საქონლის ჩამონათვალის, რომელზეც ქვეყანამ მომავალში აქცენტი უნდა გააკეთოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g