LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – I კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 8.9%-ით გაიზარდა და 2363.8 ლარი შეადგინა

119
ფული

2026 წლის I კვარტლის მაღალი ეკონომიკური აქტივობა საშუალო ხელფასების მაჩვენებელზეც აისახა და წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტის პერიოდში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 8.9%-ით, 193.7 ლარით გაიზარდა და 2.363.8 ლარი შეადგინა.

საანგარიშო პერიოდში ხელფასების ზრდა დაფიქსირდა ეკონომიკის ყველა სექტორში. მნიშვნელოვნად გაიზარდა ხელფასები შემდეგ სფეროებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (7.9%), სამთო-მოპოვებითი მრეწველობა (11.8%), მშენებლობა (8.8%), წყალმომარაგება, ნარჩენების მართვა, დაბინძურებისგან დასუფთავების საქმიანობები (18.5%), ტრანსპორტი და დასაწყობება (9.2%), პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები (7.1%).

I კვარტალში ხელფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც ბიზნესის, ასევე არასამეწარმეო და საფინანსო სფეროში. 2026 წლის იანვარ-მარტში, ბიზნესსექტორში დასაქმებულების ხელფასი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.7%-ით  გაიზარდა და 2.335.9 ლარი შეადგინა, ხოლო არასამეწარმეო და საფინანსო სფეროში დასაქმებულების ხელფასი 11.2%-ით გაიზარდა და 2.413.7 ლარი შეადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები