LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკონომიკურმა საბჭომ ელმავლების ადგილობრივ წარმოებას მხარი დაუჭირა

32

საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის გზებზე იმსჯელეს.

როგორც “ფორტუნას” მთავრობის პრეს-სამსახურიდან აცნობეს, სხდომაზე განიხილეს ქალაქ ბათუმის ბულვარის განვითარების კონცეფცია, რომელიც ზღვისპირა პარკის სამომავლო პერსპექტივებს გულისხმობს.

საბჭოს წევრებმა მოიწონეს ელმავლების ლოკალიზაციის იდეა, რაც ელმავლების ადგილობრივ წარმოებას ითვალისწინებს. აღინიშნა, რომ ელმავლების შესყიდვასთან დაკავშირებით, სს “საქართველოს რკინგზის“ მიერ გამოცხადებული კონკურსი 28 დეკემბერს დასრულდება.

ეკონომიკური საბჭოს სხდომას მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრები, თბილისის მერი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დაესწრნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g