LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეკრანდამოკიდებულება არ იწვევს აუტისტური სპექტრის დარღვევებს, მაგრამ შეიძლება გამოიწვიოს, დასწავლის პრობლემები, ჰიპერაქტიურობა და მეტყველების შეფერხება“ – თემურ მიქელაძე

756
miqeladzenews

პედიატრმა თემურ მიქელაძემ გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ეკრანდამოკიდებულებაზე ისაუბრა, რაც ბავშვებში მთელი რიგი პრობლემების მომტანი შეიძლება გახდეს.

„შევთანხმდეთ, რომ ეკრანდამოკიდებულება არ იწვევს არც მძიმე ნეირო-ფსიქოლოგიურ დარღვევებს და არც აუტისტური სპექტრის დარღვევებს. ეკრანდამოკიდებულებამ შეიძლება გამოიწვიოს: დასწავლის პრობლემები, ჰიპერაქტიურობა, მეტყველების შეფერხება, ყურადღების დეფიციტი. ასეთ დროს, მნიშვნელოვანია, მოვახდინოთ დიფერენცირება იმის თუ რა დროს უნდა იმუშაოს მშობელმა, რა დროს ფსიქოლოგმა და რა დროს ნეირო-ფსიქოლოგმა, თუმცა მშობლის ჩართულობა ნებისმიერ შემთხვევაში უმნიშვნელოვანესია. შეიძლება ბავშვმა ფსიქოლოგთან გაიაროს მკურნალობის კურსი, მაგრამ თუ ამის შემდეგ მშობელმა სათანადო ყურადღება არ მიაქცია ბავშვს და არ შეასრულა კონკრეტული მითითებები, პრობლემა ძალიან მალე ისევ თავს იჩენს. მთავარია, დროული ჩარევა და პრობლემის აღმოფხვრა“ – ამბობს მიქელაძე.

„ონლაინ ჩართვის დროს ბავშვი ზის ვითომ სკოლაში, ამავე დროს მეორე გაჯეტი უჭირავს და იქ თამაშით არის დაკავებული,“ – თემურ მიქელაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები