LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკრანებზე უიტნი ჰიუსტონის, ბრენდისა და ვუპი გოლდბერგის მონაწილეობით გადაღებული „კონკია“გამოდის

312
cinderella20345

1997 წელს გადაღებული მუსიკალური ტელეფილმი „კონკია“, რომელიც „დისნეის“ სტუდიას ეკუთვნის, როგორც იქნა, „დისნეი პლუსის“ სთრიმინგ-სერვისზე გამოჩნდება. ამის შესახებ „კონკიას“ როლის შემსრულებელმა მომღერალმა ბრენდიმ ვუპი გოლბერგთან ინტერვიუში განაცხადა.

ეს ნამდვილი დღესასწაული იქნება პრემიერიდან 24 წლის შემდეგ, რადგან „დისნეის“ მუსიკალური ფილმი შეუდარებელია. პირველად ეკრანებზე ლეგენდარულ პერსონაჟს შავკანიანი მსხიობი ანსახიერებს. ფილმში კონკიას როლს ბრენდი ასრულებს, თუმცა მთავარი ფერია აქ მაინც უიტნი ჰიუსტონია.  დედოფალ კონსტატინას როლში მაყურებელი ვუპი გოლდბერგს იხილავს.

უკვე ცნობლია, რომ „დისნეი პლუსი“ ფილმს თებერვალში ჩაუშვებს, ფილმის ბიუჯეტი 12 მილიონი დოლარია და ის თავისი მუსიკალური ნომრებით კლასიკად არის მიჩნეული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g