ამბოხი ეკვადორის ორ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში – ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 22 პატიმარი.
მომხდარის გამო დაშავდა 50-ზე მეტი მსჯავრდებული, მათ შორის სამართალდამცველები.
ციხიდან გაქცევის მცდელობის დროს, 67 მსჯავრდებული დააკავეს. სასჯელაღსრულების დაწესებულებებში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და პოლიციის სპეცდანაყოფებია განთავსებული.
ეკვადორს დაახლოებით 38 000-მდე პატიმარი ჰყავს.