LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ელჩის განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს, არანაირი თანხა საქართველოს ბიუჯეტში საფრანგეთის ბიუჯეტიდან არ შედის“ – შალვა პაპუაშვილი საფრანგეთის ელჩს

170
შალვა პაპუაშვილი

„არანაირი პირდაპირი დაფინანსება საფრანგეთიდან არ არსებობს, ამიტომ ცოტა გაუგებარია რას ეხებოდა ეს კომენტარი“ – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილმა კომენტარი გააკეთა საფრანგეთის ელჩის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც საფრანგეთი საქართველოს ბიუჯეტში პირდაპირ დახმარებას დროებით აჩერებს. 

შერაზ გასრი: საფრანგეთი საქართველოს ბიუჯეტში პირდაპირ დახმარებას დროებით აჩერებს

შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ საფრანგეთის ელჩის, შერაზ გასრის განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს:

„მათი ქცევა არის შანტაჟი საქართველოს წინააღმდეგ“ – მიხეილ ყაველაშვილი ელჩებზე

„საფრანგეთის ელჩის განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს. არანაირი თანხა საქართველოს ბიუჯეტში საფრანგეთის ბიუჯეტიდან არ შედის. არანაირი პირდაპირი დაფინანსება საფრანგეთიდან არ არსებობს, ამიტომ ცოტა გაუგებარია რას ეხებოდა ეს კომენტარი…

რაც შეეხება [განცხადების] მეორე ნაწილს, რომ ქვეყნისთვის განსაზღვრული თანხა გადაინაცვლებს „ენჯეო“ სექტორში, მე მგონი ეს პირდაპირ აჩვენებს, რაც ხდება. ვინც ატარებს მათ ინტერესს, მასთან მიდის ფული. რა მომენტშიც ჩათვალეს, რომ შესაძლოა საქართველოს მთავრობა არ ატარებს კონკრეტულად სხვა მთავრობის ინტერესს, [დაფინანსებამ] გადაინაცვლა მათკენ, ვინც მათ ინტერესს ატარებს. ასე რომ, ესეც კიდევ ერთი დასტურია და კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ასეთი ფულის უკან დგას ინტერესები და ახლა ამ ინტერესებს მიეცა თავისი კალაპოტი და აპირებენ, რომ დაფინანსება წავიდეს იქ, სადაც შესრულდება მათი ინტერესები“ – აღნიშნა პაპუაშვილმა.

პაველ ჰერჩინსკი: „30 მილიონი ევრო, რომლის გადარიცხვასაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის ვგეგმავდით, გაყინულია, ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია, იქნება სხვა ნაბიჯებიც“

პაველ ჰერჩინსკი: ვწუხვარ, რომ ამას ვამბობ, მაგრამ სამწუხაროდ, ამ დროისთვის, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება შეჩერებულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები