ანჯელინა ჯოლი თავისი ახალი ფილმის „თავდაპირველად მათ მამაჩემი მოკლეს“ პრომოტურს განაგრძობს. ნიუ-იორკის შემდეგ, მსახიობი ლოს-ანჯელესს ესტუმრა, მონაწილეობა მიიღო პრეს-კონფერენციაში და დასმულ კითხვებს პასუხები გასცა.
ამჯერად, ჯოლი საზოგადოებაში შვილების გარეშე გამოჩნდა. ვარსკვლავი კვლავ უზადოდ გამოიყურებოდა: მას თეთრი ფერის აბრეშუმის კაბა ეცვა და მასზე ამავე ფერის მსუბუქი მოსასხამი ჰქონდა მოფარებული. მსახიობი, რომელიც საკმაოდ ელეგანტურ ფორმაში იყო, გარშემომყოფებს ბევრს უღიმოდა.
შგახსენებთ, რომ „თავდაპირველად მათ მამაჩემი მოკლეს“ ჯოლის რეჟისორული ნამუშვარია. უახლოეს მომავალში ის „მალეფისნეტის“ მეორე ნაწილში მონაწილოების მისაღებად ემზადება.

