ელენ დეჯენერესისა და პორშა დი როსის იდეალური ოჯახური ცხოვრება, სავარაუდოდ, დასასრულს უახლოვდება. დასავლური გამოცემები სანდო წყაროებზე დაყრდნობით მათი დაშორების შესახებ ავრცელებენ ინფორმაციას.
The National Enquirer წერს, რომ დეჯენერესმა გაყრის შესახებ განაცხადი უკვე შეიტანა. მიზეზი კი პორშას ღალატია – როგორც ჩანს, ტელევარსკვლავს მან მამაკაცთან უღალატა.
„ეს დასასრულია. პორშამ ელენს მამაკაცთან უღალატა, რისი პატიებაც ელენისთვის შეუძლებელი აღმოჩნდა,“ – ამბობს წყარო.
თუ ინფორმაცია დადასტურდება, მაშინ წყვილი 220 მილიონად შეფასებულ საერთო ქონებას გაიყოფს.
ელენ დეჯენერესი და პორშა დი როსი 2008 წელს ლოს-ანჯელესში დაქორწინდნენ.

