LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელენ დეჯენერესი თეთრ სახლში გამართულ დაჯილდოებაზე არ შეუშვეს

133

ელენ დეჯენერესი თეთრ სახლში გამართულ დაჯილდოებაზე არ შეუშვეს, რადგან ცნობილ ტელეწამყვანს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი სახლში დარჩა. ამის შესახებ ინფორმაცია წამყვანმა თავისი სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა.

ელენმა დადო ფოტო, სადაც ის თეთრი სახლის წინ სკამზე ზის და თან წარწერაც გაუკეთა, რომ ჯილდოს მიღებას ID ბარათის გარეშე ვერ ახერხებდა.

თუმცა, მოგვიანებით, ელენმა შენობაში მაინც შეაღწია და კუთვნილი მედალიც მიიღო. ის მას თავად პრეზიდენტმა ობამამ გადასცა.

ცნობილმა შოუმენმა ჯილდო ხალხის გაცინების უნიკალური ნიჭისა და ასევე სიმამაცისთვის დაიმსახურა.

შეგახსენებთ, რომ ელენი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც სექსუალურ ორიენტაციაზე ღიად ალაპარაკდა და თავის ურთიერთობას ოფიციალური სახეც მისცა.

5

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g