ცნობილმა ტელეწამყვანმა ელენ დეჯენერესმა განაცხადა, რომ მან და პორშა დე როსიმ ბავშვი აიყვანეს. მისივე თქმით, ბიჭი ჯერ მხოლოდ 9 კვირისაა.
თუმცა, როგორც აღმოჩნდა, „ბავშვი“ მხოლოდდამხოლოდ პატარა, ლამაზი ლეკვია, სახელად Kid (ბავშვი),
„ჯერ არ მითქვამს, მაგრამ ახალი ლეკვი გვყავს. მას Kid ჰქვია, ასე რომ ოჯახში უკვე ბავშვი გვყავს,“ – განაცხადა ელენმა.
იმის მიუხედავად, რომ ლეკვი პატრონებს ძალიან უყვართ, ტელეწამყვანი მისი ძილის გრაფიკით უკმაყოფილოა.
„ღამის განმალობაში ოთხჯერ ვიღვიძებთ, 11ზე, 1ზე, 3ზე და 5ზე. 5 საათზე ქიდი საბოლოოდ ითვიძებს და აღარ იძინებს.
ქიდი იმიტომ დავარქვი, რომ ხალხში ყოველთვის არის მითქმა-მოთქმა, ვაპირებთ თუ არა მე და პორშა ავიყვანოთ ბავშვი. ამიერიდან კი შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ უკვე გვყავს ბავშვი,“ – განაცხადა ელენმა.