ელენ დეჯენერესს მკერდის მოშორება სურს. RadarOnline-ის ინფორმატორის ცნობით, ტელეწამყვანი მუდმივად ცდილობს დამალოს დიდი ზომის მკერდი, ახლა კი მზად არის, გადამწყვეტი ზომები მიიღოს.
58 წლის ელენმა მკერდის მოკვეთა დიდი ხანია გადაწყვიტა, თუმცა ბოლოს სამი წლის განმავლობაში იმდენად გადატვირთული რეჟიმი აქვს, რომ ოპერაციის გასაკეთებლად დრო ვერ გამონახა.
საბოლოოდ, ვარსკვლავი მიიჩნევს, რომ მკერდის მოშორების დრო დადგა.
ელენის შოუს სეზონის ბოლო ეპიზოდი 19 მაისს გავა ეთერში და შენიდგომაზე დასრულდება. სწორედ ამ პერიოდს გამოიყენებს ტელეწამყვანი ოპერაციის გასაკეთებლად.
თუმცა, მას, შეიძლება, პრობლემებიც შეექმნას. მისი ცოლი, 43 წლის პორშა დი როსი ოპერაციის სასტიკი წინააღმდეგია. პორშას სურს, ელენმა მკერდი დაიტოვოს.