LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელენე ფოჩხუა: „იმხელა განსაცდელი გამოვიარე, მასთან შედარებით, განქორწინება და ოჯახის დანგრევა არაფერია – ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე ძმა მომიკლეს!..“

239
ელენე ფოჩხუა და გიორგი ფოჩხუა

გიორგის ამქვეყნიდან წასვლა იყო ყველაზე საშინელი რამ, რაც ჩემს ცხოვრებაში მომხდარა!

ელენე ფოჩხუა „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში საუბრობს იმის შესახებ, როგორ შეეგუა განქორწინების შემდეგ, მეუღლის გარეშე ცხოვრებას.

– თავდაპირველად მარტო ცხოვრება არ გაგიჭირდათ?

– ამ ცხოვრებაში რთული არაფერია, მთავარია, შენი თავის იმედი გქონდეს და შრომა არ დაიზარო… დღეს, ძალიან ბევრი ქალი ახერხებს, ოჯახს მარტო გაუძღვეს, რაც ჩემთვის დიდი სტიმული იყო.

თანაც, მე იმხელა განსაცდელი გამოვიარე, მასთან შედარებით, განქორწინება და ოჯახის დანგრევა არაფერია – ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე ძმა მომიკლეს!

გიორგის ამქვეყნიდან წასვლა იყო ყველაზე საშინელი რამ, რაც ჩემს ცხოვრებაში მომხდარა! ჩემი ძმის გარდაცვალება ისეთი ტკივილია, რომელსაც ვერაფერს შევადარებ! ამ ტკივილს ვერ იშორებ, ის ყველგან თან დაგდევს, მოუშორებლად… მეც ასე ვარ: დილაა, შუადღე თუ საღამო, ეს ტკივილი სულ თან დამყვება. თუ რაღაც მაწუხებს ან რაიმე მიჭირს, სულ მას ვესაუბრები, ყველაფერს ჩემს ძმას ვუზიარებ.

ალბათ, ამ განცდას მთელი ცხოვრების განმავლობაში ვერ მოვიშორებ!

ცხადია, ყველაფერს ვმალავ და არ ვიმჩნევ – როცა ხალხში ყოფნა გიწევს, სულ შეწუხებული და უხასიათო ვერ იქნები! სამსახურშიც დავდივარ, კიდეც ვიცინი, კიდეც ვმღერი, მაგრამ ამას დიდი ძალისხმევა სჭირდება. ჩემი ძმის გარდაცვალების შემდეგ ჩემი საქმიანობა მალე განვაგრძე და, ალბათ, სწორედ ამან მიშველა, გამაძლიერა. მიმაჩნია, რომ სწორად მოვიქეცი – ჩემს თავს ვუთხარი – ან ახლა, ან -არასოდეს-მეთქი. იმ დროს, სიმღერა კი არა, ლაპარაკიც მიჭირდა, მაგრამ თავს შემოვუძახე და ვუთხარი, რომ ცხოვრება უნდა გამეგრძელებინა! ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ სიმღერა კი არა, ენაც ხელახლა ამოვიდგი. ამხელა გაჭირვების შემდეგ სულ სხვანაირი ხდები, განსაცდელი სხვაგვარად გაწრთობს და გაძლიერებს. როცა ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე ადამიანი ხელიდან გეცლება, უმძიმესი გადასატანია, ზოგჯერ მიკვირს კიდეც, რომ ეს მდგომარეობა გადავლახე!

– ეს როგორ შეძელით?

– ალბათ, ადამიანი ყველანაირ ტკივილს ეჩვევა და მასთან ერთად ცხოვრებას სწავლობს, მეც ასე გავაკეთე და ცხოვრება გავაგრძელე. მით უმეტეს, როცა შვილები გყავს, იძულებული ხარ, მათზე იფიქრო, მათ მომავალზე იზრუნო… ორი შვილი მყავს, გოგონა უკვე 14 წლისაა, ხოლო ბიჭი – 6 წლის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g