LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელენე ფოჩხუა: „სამსახურის გარდა, სხვა შემოსავალი არ გამაჩნია… მარტოხელა დედა ვარ და შვილებს ბევრი სჭირდებათ…“

1838
ელენე ფოჩხუა

ელენე ფოჩხუა ჟურნალ „თბილისელებს“ იმის შესახებ უყვება, თუ როგორია მისი, როგორც მარტოხელა დედის ცხოვრება:

„დიდ მადლობას ვუხდი ყველას, ვისაც ვუყვარვარ, ვინც გვერდით მიდგას. ამას ყოველთვის ვგრძნობ. ამდენი წელი გავიდა, თავისი ყველა განცდით. არ იყო ადვილი განვლილი გზა, მაგრამ დღემდე ისე მოვედი, არასოდეს მქონია უმადურობის განცდა. ბევრი მეუბნება, მეტი შეგიძლია და რატომ არ აკეთებო. შესაძლებლობა, რასაკვირველია, მაქვს, მაგრამ ბევრის კეთებას, ნიჭისა და შესაძლებლობის გარდა, ბევრი ფინანსებიც უნდა. მე კი, სამსახურის გარდა, სხვა შემოსავალი არ გამაჩნია. მართალია, ხელფასს არ ვუჩივი, მაგრამ მარტოხელა დედა ვარ და შვილებს ბევრი სჭირდებათ. ყველა მომღერლის ოცნებაა სოლოკონცერტი, მათ შორის ჩემიც, მაგრამ ამას დიდი თანხები სჭირდება, თავისი პატარ-პატარა ნიუანსებით, საავტორო სიმღერებით.

სხვათა შორის, ახლა ვწერ ახალ სიმღერას, რომლსაც ვიცი, მსმენელი აუცილებლად შეიყვარებს. კიდევ ერთი საავტორო სიმღერაც მაქვს გეგმაში. მოკლედ, დავაგროვებ საავტორო სიმღერებს და მერე სოლოკონცერტზეც დავფიქრდები (იცინის). მანამდე კი, ახალი ენერგიული, საცეკვაო, ყველა თაობაზე მორგებული და ლაღი სიმღერით ზაფხულისთვის სიურპრიზს გიმზადებთ (იცინის)“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g