LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელენე ხოშტარია: „ჩერგო ძალიან ცუდად მოიქცა, 8-იანი ჩერგოს ხასიათზე არ აწყობილა და არც არავის ხასიათზე… იმედია, 8-იანი ვერ დაიშლება…“

203
ელენე ხოშტარია

„ჩერგო ძალიან ცუდად მოიქცა. 8-იანი ჩერგოს ხასიათზე არ აწყობილა და არც არავის ხასიათზე. ამორალური ბევრი გიჭამიათ სათითაოდ, ძალიან ბევრი. ქვეყანას დიდი პრობლემები აქვს და პოლიტიკოსებს ჩვენს პირად და პარტიულ ეგოებზე უფრო დიდი ამოცანა: ბევრნი უნდა ვიყოთ ქუჩაში“, – ამის შესახებ „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.

ელენე ხოშტარია ეხმაურება ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების განცხადებებს, რომლებიც „ფედერალისტების“ ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის მიერ „ფეისბუკში“ გაკეთებულმა კომენტარებმა გამოიწვია.

„ნაცმოძრაობის“ დაბნეულ ფორმალურ თავმჯდომარეს ვპასუხობ: როგორ და ვინ უნდა გამრიცხოს იქიდან, სადაც არ ჩავრიცხულვარ… არაფერს ვიტყვი იმაზე, რა უბადრუკად ცდილობენ ჩემი შეცდომის გამოყენებას, რომლის გამოც მოვიბოდიშე, მათი ყეყეჩი ლიდერებისგან განსხვავებით…“ – თამარ ჩერგოლეიშვილი თინა ბოკუჩავას

„დააფიქსირებს თუ არა ელენე ხოშტარია პოზიციას ბავშვის მიმართ საშინელ საქციელზე?“

„დაგმობს თუ არა ჩერგოს ელენე ხოშტარია?“

„8-იანი იშლება? ვერ შეუკრიათ ერთობა“

„13 ში გასვლას აზრი აქვს?“

„რას იტყვის 8-იანის წევრი ელენე ხოშტარია“

„დაველოდოთ აბა, რა ტაქტიკურ სვლას აირჩევს“

სირცხვილია მეგობრებო.

ჩერგო ძალიან ცუდად მოიქცა. 8-იანი ჩერგოს ხასიათზე არ აწყობილა და არც არავის ხასიათზე. ამორალური ბევრი „გიჭამიათ“ სათითაოდ, ძალიან ბევრი.

ქვეყანას დიდი პრობლემები აქვს და პოლიტიკოსებს ჩვენს პირად და პარტიულ ეგოებზე უფრო დიდი ამოცანა: ბევრნი უნდა ვიყოთ ქუჩაში. ყველაფერი, რაც ამას უშლის ხელს, არის მავნებლობა ან უპასუხისმგებლობა

Ps. 8-იანი ვერ დაიშლება, იმედია, რადგან მაშინ არჩევნებში უნდა შევიდეს რომელიმე, იმედია, ერთმანეთის ჯინაზე მაგას არ იზამენ. სხვა არაფერია 8-იანი.

P.s. შიმშილობას აღარ ვაპირებ“, – წერს ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში.

‘დააფიქსირებს თუ არა ელენე ხოშტარია პოზიციას ბავშვის მიმართ საშინელ საქციელზე?’ ‘დაგმობს თუ არა ჩერგოს ელენე…

Posted by Helen Khoshtaria on პარასკევი, 29 აგვისტო, 2025

ცნობისათვის, პარტია „ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა სოციალურ ქსელში კომენტარებში მის მიმართ შეურაცხმყოფელი კომენტარების ავტორებს მათივე „ფეისბუქის“ პროფილიდან აღებული ბავშვების ფოტოების გამოყენებით უპასუხა.

მოგვიანებით თამარ ჩერგოლეიშვილმა ბოდიში მოიხადა და „ფეისბუქზე“ დაწერა: „ასე აღარ მოვიქცევი – სხვანაირად ვიტყვი“.

უხამსი არარაობების პროფილზე (პროფილად ეყენათ არასრულწლოვანთა ფოტოები) ბავშვების საკითხზე: აშკარაა, რომ თუ აზრის…

Posted by Tamara Chergoleishvili on ხუთშაბათი, 28 აგვისტო, 2025

აღნიშნულთან დაკავშირებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავამ რვა პარტიის ფორმატში მყოფ პარტიებს მიმართა, თამარ ჩერგოლეიშვილთან ურთიერთობის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება მიიღონ.

მტკიცედ მწამს, რომ ბოროტებას ბოროტებით ვერ დაამარცხებ, სიძულვილს სიძულვილით, ამორალობას ამორალობით. ივანიშვილის…

Posted by თინა ბოკუჩავა / Tina Bokuchava on ხუთშაბათი, 28 აგვისტო, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g