LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელენე ხოშტარია: „ე.წ. სახაზინო ადვოკატი ჩემი ნების წინააღმდეგ ბრძანდებოდა ჩემთან „კაპეზეზე“, ვუთხარი, რომ არ ვცნობ მას და ოთახიდან გავაგდე – აპირებს ჩემი ნების საწინააღმდეგოდ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება

112
ელენე ხოშტარია

„ე.წ. სახაზინო ადვოკატი, ვინმე შარლატანი ირაკლი ბენია, ჩემი ნების წინააღმდეგ ბრძანდებოდა ჩემთან „კაპეზეზე“. წუთიც არ დამჭირდა მეთქვა, რომ ის არის არალეგიტიმური წარმომადგენელი და არ ვცნობ მას, როგორც ადვოკატს, ამიტომ გავაგდე ოთახიდან“, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, საპატიმროში მყოფი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ აღნიშნული ადვოკატი აპირებს გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება მისი ნების საწინააღმდეგოდ. ხოშტარიას თქმით,„დანაშაული არ არსებობს, შესაბამისად, არ არსებობს ადვოკატი“:

ალეკო ელისაშვილი: „წარმოგიდგენიათ რა ბოდვაში ვცხოვრობთ? – იმ ბანერის დაზიანების გამო იჭერენ ხალხს, კალაძეს რომ თვალები დაუყვლეფია“

ელენე ხოშტარია: „გირაოს არ გადავიხდი, ვინმეს მიერ გირაოს შეტანა იქნება ჩემთვის გულში დანის ჩარტყმა, არავის ვაძლევ ამის უფლებას“

„გირაოს გადახდა და ამით გამოსვლა არ არის თავისუფლებაზე გამოსვლა, ეს არის ციხის კარის გაღებისთვის ხარკი, რომელსაც, რა თქმა უნდა, არ გადავიხდი“ – აღნიშნულია ელენე ხოშტარიას წერილში, რომელსაც ის ზაჰესის იზოლატორიდან ავრცელებს.

„ე.წ. სახაზინო ადვოკატი, ვინმე შარლატანი ირაკლი ბენია, ჩემი ნების წინააღმდეგ ბრძანდებოდა ჩემთან „კაპეზეზე“. წუთიც არ დამჭირდა მეთქვა, რომ ის არის არალეგიტიმური წარმომადგენელი და არ ვცნობ მას, როგორც ადვოკატს, ამიტომ გავაგდე ოთახიდან. ახლა კი გავიგე, რომ აპირებს გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება, ასევე ჩემი ნების საწინააღმდეგოდ. ნათლად განვაცხადე, მყავს არაჩვეულებრივი იურისტები, კერძოდ შოთა თუთბერიძე, მაგრამ ეს საქმე არ არის, ეს სასამართლო არ არის და საერთოდ არ მაინტერესებს იქ ვინ რას ბოდიალობს. დანაშაული არ არსებობს, შესაბამისად, არ არსებობს ადვოკატი. პს. ეს ვინმე ბენია იმავეს აკეთებდა სინდისის პატიმრებთან გლდანში. იქიდანაც გამოაბუნძულეს. ამიტომ ყველამ გაითვალისწინეთ, რაც არ უნდა თქვას ან დაწეროს ამ შარლატანმა, ჩემთან კავშირში არ არის. მას არ გააჩნია თანხმობა და ამ ქმედებით, სავარაუდოდ, არღვევს კანონსაც”, – წერს ხოშტარია.

„განზრახ დააზიანა სამი ბანერი, რამაც გამოიწვია 570 ლარის ქონებრივი ზიანი“ – პროკურატურამ ელენე ხოშტარიას ბრალდება ოფიციალურად წარუდგინა

„პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, – აცხადებენ უწყებაში.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ დედაქალაქის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებისთვის ბრალდებულ პოლიტიკოსს, ელენე ხოშტარიას აღმკვეთი ღონისძიების სახით 5 000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო შეუფარდა. შესაბამისად, პოლიტიკოსი საპატიმრო დაწესებულებას გირაოს გადახდის შემდგომ შეძლებს, თუმცა ელენე ხოშტარია გირაოს გადახდაზე უარს აცხადებს.

ლევან მახაშვილი ელენე ხოშტარიაზე: ვინმემ კი არ დააკავა, თავი დააჭერინა – შეიძლება უნდა, თავიდან აირიდოს შემდეგი კვირების არეულობა 

„შეიძლება ისიც უნდა, რომ თავიდან აირიდოს შემდეგი კვირების არეულობა და პენიტენციური დაწესებულების ოთახში იყოს გამოკეტილი, რომ შემდეგ პასუხისმგებლობა სხვას გადააბრალოს“

შეგახსენებთ, სამართალდამცველებმა ელენე ხოშტარია მიმდინარე წლის 15 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ხოშტარიამ 14 სექტემბერს, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, მის ბანერს გაუკეთა წარწერა „რუსული ოცნება“. შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელში მან თავადვე გაავრცელა და განაცხადა, რომ ამ ფორმით სოლიდარობას უცხადებს მეგი დიასამიძეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ სწორედ კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე დააკავეს.

ფოტო: Euronews Georgia

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g