LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელენე ხოშტარია: “ხვალ 2 საათზე, შევიკრიბებით პარლამენტის წინ, აღვნიშნავთ ნაციზმის დამარცხების და რაშიზმის მიმართ შეუპოვარი ბრძოლის დღეს”

76
a7c655b1-63ca-4056-aef8-d01df3abcdfd (1)

დღეს პოლიტიკური პარტია “დროას” დამფუძნებელმა ელენე ხოშტარიამ უკრაინული ახალგაზრდული ორგანიზაცია საქართველოში – “სვიტანოკის” თავმჯდომარე კატერინა კოზაკთან და უკრაინიდან ჩამოსულ 20-მდე ადამიანთან ერთად, პრესკონფერენციას გამართა.

პრესკონფერენცია კვირას, 8 მაისს, 14:00 საათზე, პარლამენტის წინ რუსული აგრესიის წინააღმდეგ დაგეგმილ აქციას სახელწოდებით “9 მაისი, რუსეთის სირცხვილის დღე” ეხებოდა. აქციის ორგანიზატორები არიან პოლიტიკური პარტია „დროა“, უკრაინული ორგანიზაცია „სვიტანოკი“, „დემოკრატიის მცველები“ და უკრაინის სხვადასხვა ქალაქიდან საქართველოში ჩამოსული დევნილები.

პრესკონფერენციაზე ელენე ხოშტარიამ ისაუბრა 8 მაისისა და დაგეგმილი აქციის მნიშვნელობაზე:

„ხვალ 8 მაისია, დღე, რედესაც მსოფლიო 77 წლის განმავლობაში ნაციზმზე გამარჯვებას ზეიმობდა და წელს მსოფლიო რაშიზმს ამარცხებს. რაშიზმი, რომელმაც შექმნა ქართველი დევნილები, რაშიზმი, რომმელსაც ებრძოდენ ქართველი გმირები, რაშიზმი, რომელსაც დღეს გმირულად ებრძვის უკრაინელი ხალხი. ამიტომ ხვალ 2 საათზე, ისევე როგორ მსოფლიოს უამრავ ქალაქში შევიკრიბებით პარლამენტის წინ, აღვნიშნავთ ნაციზმის დამარცხების დღეს და რაშიზმის მიმართ შეუპოვარი ბრძოლის დღეს.“

პრესკონფერენციაზე განცხადება გააკეთა „სვიტანოკის“ თავმჯდომარემ კატერინა კოზაკმა და მსოფლიოში უკრაინული ორგანიზაციების მიერ წამოწყებულ კამპანიაზე ისაუბრა: „უკრაინელთა მსოფლიო კონგრესმა წამოიწყო კამპანია, რომელსაც მხარს ვუჭერთ, რათა ხელი შევუშალოთ რუსეთის მცდელობას, 9 მაისს აღნიშნოს თავისი ყოველწლიური გამარჯვების დღე. ამის ნაცვლად, კამპანია მოგვიწოდებს ეს დღე გამოვაცხადოთ „სირცხვილის დღედ“ რუსეთისთვის. შესაბამისად, ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, რომ შეუერთდეს ჩვენს აქციას.

8 მაისს მსგავსი შინაარსის აქცია მსოფლიოს რამდენიმე ქალაქში, ერთსა და იმავე დროს ჩატარდება. მათ შორის უნდა იყოს საქართელოც. ამიტომ ჩვენ უნდა დავდგეთ ჩვენ მარიუპოლელ, ხერსონელ, მელიტოპოლელ, ზაპოროჟიელ, კიეველ და სხვა უკრაინელ მეგობრებთან ერთად. დავდგეთ და ვაჩვენოთ ყველას სიკეთის ძალა, რომელიც აუცილებლად დაამარცხებს ბოროტების რუსულ მანქანას.”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g